რაც უკრაინის არმიაში და ზოგადად ფრონტზე ხდება
ამას ვწერ ჯერ კიდევ ბოლო 2-3 წელია და დეტალურად მაქვს ნავარაუდები მიმართულებების დონეზე თუ რომელ მიმართულებაზე რა გართულება იყო მოსალოდნელი
თუ როგორ დამძიმდებოდა ფრონტის ხაზი ზაპაროჟიეს, დნეპრის, პოკროვსკის, ლიმანის და ა,შ მიმართულებებზე
თუ რამხელა პრობლემები იყო მოტივირების, რეკრუტირების მხრივ
ამას, რომ მე ვწერდი
მაშინ თურმე “პანიკას ვთესავდი”, “რუსის ტროლი” ვიყაბი
“ტრამპის დაკვეთას” ვასრულებდი
თურმე დიდი უკრაინული რეზერვები იდგა ზურგში და არაფერი არ იყო საგანგაშო
მალე პირიქით იქით იყო დიდი კონტრშეტევა მოსალოდნელი
ყველაფერი ამაზე მიუთითებდა თურმე და ა,შ
მე კი ვაჭარბებდი და ვამატებდი
ძალით ვამძიმებდი და “უუუურთულეეეეს” სიტუაციებს ვხატავდი
და ა,შ
მე კი მუდამ ვწერდი, სჯობს დაიწეროს მუდამ სიმართლე
რაცარუნდა მძიმე იყოს, ვიდრე ილუზიებში და ვარდისფერ წარმოსახვებში იყოს თქო ხალხი
რადგან მერე უარესი ნიჰილიზმი მოაქვს, როცა იმედების გაცრუება ხდება
მარა ზოგს ურჩევნია მისთვის მოსაწონი ტყუილი ისმონოს და თავი იჯეროს არარეალისტური მოლოდინებით
ვიდრე რეალურობა წაიკითხოს და ვინც რეალობას წერს ან ცდილობს ობიექტურად გადმოსცეს არსებული ვითარება
ათას სიბინძურეს აბრალის
კარგია, გვიან მაინც რომ დაიწყო ამაზე საუბარი და შედარებით რეალობის ობიექტურად ასახვა
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს