zindiosamaმორდვიჩევი დააწინაურეს სახმელეთო ძალების სარდლად და იმან ააწყო რკინისებრი ვერტიკალი
ტიპმა გერასიმოვის საძმაკაცო (ლაპინი და ეგეთი ტიპები) გაუშვა და ღლეზე დაიკიდა გერასიმოვი
პირდაპირ პუტინთან მივიდა და უთხარაო, მე თუ ვინიშნები, მაშინ ჩემი კადრები უნდა მოვიყვანოო და პირდაპირ მწვანე აქვს პუტინისგანო
ლაპინის ნაირები გაუშვა და დააწინაურა ბრძოლაში გამოჩენილი მეთაურები
მარა თან ამ დედამოდღნულს აქვს რესურსები და იმიტომ დებს შედეგს
ანუ ბევრად მეტი ხორცი და საცეცხლე ძალა
იგივე გააკეთა სირსკიმაც, დააწინაურა დრაპატი მაგალითად
დრაპატიმ კი ყველაზე გამორჩეული მეთაურები დააწინაურა ქვედა რგოლებზე, მარა შედეგი?
ასე, რომ პრობლემა სირკიში და დრაპატიში კი არაა
არამედ სიღრმისეულ პრობლემებშია და ეს უნდა გამოსწორდეს
არმია მაქსიმუმის მაქსიმუმს აკეთებს
არმიაში არაა მთავარი პრობლემა, რესურსების სიმწირეში და მენტალობაშია პრობლემა
და ამას ვერ გამოასწორებს ვერც სირსკის გაგდება და ვერც დრაპატის
ყველა ქალაქი კი იკარგება იმიტომ ეგრე
რომ რუსს აქვს კოლოსალური
საცეცხლე და ცოცხალი ძალის უპირატესობა
ესაა პრობლემა
ამას ვამბობ უკვე 2 წელზე მეტია
და ზოგს აქ გამოსავალი ჰგონის ხალხის ცვლა
ხან ზალუჟნიმ არ იცოდა თურმე გენერლობა, ეხლა თურმე სირკის არ აქვს ინფორმაცია და ანალიზის უნარი
მერე დრაპატი გახდება განტევების ვაცი და ა,შ
მე კი ვამბობ, პრობლემები ბევრად უფრო სიღრმისეულია და მხოლოდ სირსკიზე ჯოხის გადატეხვა არაფერს არ შეცვლის
შეიძლება გააუარესოს კიდეც
სირსკიზე ძლიერი მეთაური მე პირადად არ მეგულება უკრაინის არმიაში
არაერთი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა, როცა რესურსი ჰქონდა
და ამ მწირი რესურსით რასაც ახერხებს ეგეც მიკვირს მე
თუ უკრაინელ ერში არ გამოსწორდა მორალი
არ მოიმარა ერში ბრძოლისუნარიანობამ
დასავლეთმა არ მისცა ბევრად მეტი იარაღი უკრაინას
რუსეთი ომში ვერ დამარცხდება და ამაში სირსკის ბრალი იქნება მინიმალური
This post has been edited by DIDGORI-GEO on 16 Nov 2025, 23:19