zindiosama
A word of tough guy

        
ჯგუფი: Members
წერილები: 52156
წევრი No.: 67800
რეგისტრ.: 22-July 08
|
#62377156 · 30 Nov 2025, 17:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უნდა გვესმოდეს, მკაფიოდ განსაზღვრული მოცემულობა: უკრაინის ომის, ბაიდენის პერიოდის ამერიკისეული გაგება იყო, რუსეთის არ გაღიზიანებით, გამოფიტვის ომში დამარცხება – ეტაპი, სადაც რესურსების ომში, აშშ, ევროპა და უკრაინა, ჯაბნიდა რუსეთს – ეს სრულიად, ლოგიკური და გასაგები სცენარი იყო, ამას ემსახურებოდა მაშინდელი თეთრი სახლის ადმინისტრაციის დახმარების პაკეტები, რომლებიც არ იყო ცოტა, თუმცა არც ბევრი იყო და მიეწოდებოდა გაწელილი დროით. ბაიდენისეული ამერიკა და ზოგადად დასავლეთის გეოპოლიტკურ-გეოსტრატეგიული მოწყობა, ჯერ კიდევ, ცივი ომის თეორიით მოქმედებდა და რევანშისტული რუსეთის დამარცხებას, ბირთვული ესკალაციის თავიდან არიდებით, ხანგრძლივ პერიოდში მოისაზრებდა. სწორედ ამიტომ აუკრძალეს უკრაინას ხერსონში, მდ.დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე გამომწყვდეული რუსული დაჯგუფების განადგურება, სწორედ ამიტომ არ იქნა მიწოდებული 2023 წლის ზაფხულში უკრაინისთვის შორი მოქმედების სარაკეტო საშუალებები, სწორედ ამიტომ არ ჩქარობდა ევროპა ომის მდგომარეობაში გადასვლას და ცდილობდა, შიდა საზოგადობრივი კეთილდღეობისთვის, ნაკლები ფინანსური ზიანის მიყენებით, მოეგვარებინათ რუსეთის პრობლემა. უკრაინაც იძულებული იყო, ამ სტრატეგიაში ჩართულიყო, რადგან ომის საწყისი თვეების შემდეგ, თუნდაც თავდაცვაში და ან თუნდაც შეტევაში, უკრაინის ნებისმიერ წარმატებაში, ლომის წვლილი დასავლეთს შეჰქონდა, შესაბამისად, უკრაინის პოლიტიკურ-ეკონომიკური და რაც მთავარია სამხედრო სტრატეგიის დაგეგმარება, ამ ჭრილში განხორციელდა, სწორედ ამიტომ მიზნებიც, ბაიდენისეული ამერიკის გეოპოლიტიკური გაგებით განისაზღვრა. ბაიდენისეული ამერიკის მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეც ჩინეთი იყო, თუმცა როგორც ჩანს, ამ გაგებით, ჩინეთთან პაექრობაში შესვლის მომენტში – ამერიკას სურდა, გამოფიტვის ომში დამარცხებულ რუსეთზე დაყრდნობა, სადაც უკვე მოშლილი იქნებოდა პუტინის, როგორც 1 კაცის მმართველობის ფენომენი და დასავლეთიც, თავისთვის ლოიალურ პიროვნებას დასვამდა, როგორც მინიმუმ ჩინეთთან აქტიურ დაპირისპირებაში შესვლის მომენტში, გამოფიტვის ომში დამარცხებული რუსეთი, უფრო მეტად ნაცად და პრაქტიკაში გამოცდილ დასავლეთის მოკავშირეობას ისურვებდა, ვიდრე სახელმწიფოს, რომელიც სერიოზულ ეკონომიკურ და აწ უკვე კულტურულ ექსპანსიას ეწევა, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში და არამარტო. რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ეს მეთოდი, კლასიკური ცივი ომისდროინდელი დაპირისპირების ფენომენია, სადაც დასავლეთი ცდილობდა ხანგრძლივ დაპირისპირებაში საბჭოთა კავშირის დამარცხებას და შემდეგ მის გადარჩენას, ისევ და ისევ, ფართო გაგებით, საკუთარი სარგებლიანობისთვის – მაშინ ეს ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ჯერ დაამარცხეს საბჭოთა კავშირი და შემდეგ გადაარჩინეს რუსეთი, აი შემდეგ კი, რუსეთმა დაიწყო რევანშისტული იდეის განხორციელება, სადაც დასავლეთმა ჯერ აპტია 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში შეჭრა, შემდეგ კი, 2022 წლიდან, რუსეთის მხრიდან გაზრდილი ამბიციების საპასუხოდ, ბრძოლის ნაცნობი სტრატეგიით მიუდგა. როგორც აღმოჩნდა, ამ სტრატეგიამ თავისი დრო მოჭამა ‐ მაშინ 2 პოლუსი არსებობდა და ამ ბრძოლაში პირწმინდად დამარცხდა საბჭოთა კავშირი, თუმცა დღეს, თანამედროვე მსოფლიო წესრიგში, აღარ არსებობს მკაიფოდ გამსაზღვრული პოლუსები, მსოფლიო მულტი პოლუსურია, თავისი გლობალური და რეგიონალური ლიდერებით, შესაბამისად ამ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებიც განსხვავებულია და სიტუაციური მოკავშირეობა, არსებული სამხედრო-ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, გაცილებით უფრო მეტი სარგებლიანობის მომტანია, ვიდრე ადრე – მაგალითად, ცივი ომის ეტაპზე, საბჭოთა კავშირის ნებისმიერი მოკავშირე, გაცილებით ნაკლებ შესაძლებლობებს ფლობდა, ვიდრე ეს შაჰიდების მწარმოებელი ირანი, ან მილიონობით საარტილერუო ჭურვის მწარმოებელი ჩრდილოეთ-კორეა, აღარაფერს ვამბობ, უზარმაზარი რაოდენობით რუსული ნედლი ნავთობის მიმღებ ინდოეთზე და მთელი საბჭოთა/რუსული ინდუსტრიის გათანამედროვებული ტექნიკური ბაზის მქონე ჩინეთზე, რომელიც ამავდროულად უზრუნველყოფს რუსეთის მატერიალურ და ზოგიერთ მიმართულებაზე ადამიანურ მხარდაჭერასაც. შესაბამისად, მაშინ როდესაც აშშ-ში, ხელისუფლებაში მოვიდა, განსხვავებული გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ფილოსოფიის მქონე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელსაც პრეზიდენტობის პირველ ვადაში არ დასცალდა თავისი გეგმების განხორციელება, რაც აშშ-ში ტრამპისეული იზოლაციონიზმის მიღწევას გულისხმობდა, სადაც ამერიკა აღარ გასცემდა ხარჯებს ან მინიმალურად ახორციელებდა ევროპის უსაფრთხოებისთვის ძალების გაღებას. თანაც ახლა, ამ იდეას თან დაერთო, უკრაინასთან ომში ჩათრეული რუსეთი და ტრამპის ვაჭრულ "შეთანხმებაზე" დამყარებული ფილოსოფიისთვის საუკეთესო პერიოდი, ჩინეთთან დაპირისპირების წინა ფაზაში, რუსული ენერგეტიკული რესურსების ამერიკული კომპანიებისთვის ხელში ჩასაგდებად –სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ეკონომიკურად ნაკლებად მომგებიანი უკრაინა, ტრამპისეულმა ამერიკამ ენერგეტიკულად მდიდარ და ჩინეთზე პირდაპირი ზეწოლის მომხდენ რუსეთზე გაცვლა ან ცდილობს ამგვარ გაცვლას, თუმცა არსებობს გეოპოლიტიკური რისკები და შიდაპარტიულ-პოლიტიკური დილემები, რომელიც დღეს მკაფიოდ გამოისახება რუბიო-ვენსის დაპირისპირებაში – აქაც დაპირისპირებაა, ცივი ომის დროინდელი გეოპოლიტიკის საფუძვლებზე აღზრდილ რუბიოსა და ტრამპისეული, MAGA-ს პოლიტიკაზე ჩამოყალიბებულ ვენსს შორის, სადაც ჯერჯერობით ვენსი ლიდერობს, თუმცა რუბიო ახერხებს დაბალანსებას – ამ დაპირისპირების მიუხედავად, ორივე მხარე ცდილობს, არ გაცდეს, ტრამპის როგორც დღევანდელ რესპუბლიკურ პარტიაში, ძალის ძირითადი ცენტრის იდეას და ბაიდენის პერიოდში დაპირისპირებული რუსეთი, ჩინეთთან მოკავშირედ გაიხადოს, თუმცა რუბიო ამ შეთანხმების მიღწევას, უკრაინის სუვერენიტეტის გადარჩენით და უსაფრთხოების გარანტიების მიღწევით ცდილობს, ვენსი კი, ნებისმიერ ფასად, რაც ხშირად ამორალურად და არაეთიკურად გვეჩვენება, თუმცა ფაქტია მწვანე აქვს ტრამპისგან. ასეთი ვითარების ფონზე, სერიოზულ ჩიხში აღმოჩნდა უკრაინა – ბაიდენისეული ამერიკის გაგებით დაგეგმარებულ ხანგრძლივ გამოფიტვის ომში, სადაც დასავლეთი, ძირითადად ამერიკა უზრუნველყოფდა უკრაინის უწყვეტ ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას, დღეს, ხოლო დღეს ამერიკისგან შეწყვეტილი მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის ფონზე, ძალიან ჭირს ფრონტზე, ეს ლოგიკურია და ვინც საპირისპიროს დაამტკიცებს უბრალოდ არაფერი გაეგება ომის ფენომენზე. მიუხედავად იმისა, რომ ფრონტზე ჯერჯერობით არ გვაქვს ოპერატიული დონის გარღვევა და რუსული წინსვლა ნელია, გამოფიტვის ომში, მსგავსი მოცემულობის გაგრძელება, თანაც მაშინ როდესაც ევროპა ვერ უზრუნველყოფს პარიტეტის მიღწევას, გარანტირებულ მარცხს მოასწავებს, ეს კარგად ესმის დღეს თეთრი სახლის ადმინისტრაციას და ამიტომ ცდილობს უკრაინის იძულებას შეთანხმებაზე, რომელიც მთლად კაპიტულანტური არ არის, თუმცა იქ არ დევს, არაფერი სერიოზული უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. თავის მხრივ, ეს მოცემულობა, მშვენივრად ესმით კიევშიც და ამიტომ, ცდილობენ მაქსიმალურად გაწელონ მოლაპარაკებების პერიოდი, რათა ერთის მხრივ, შეძლონ იმგვარი შეთანხმების ფორმირება, სადაც გათვალისწინებული იქნება მედგარი უსაფრთხოების გარანტიები და/ან დრო მოიგონ ევროპისათვის, რათა მათ შეძლონ ფრონტზე პარიტეტის აღმდგენი მატერიალურ-ტექნიკური დახმარებისთვის იმ ფინანსების მობილიზება, რაც საჭირო იქნება გამოფიტვის ომში რუსეთის დასამარცხებლად – ეს ფინანსები, რა თქმა უნდა არსებობს გაყინული რუსული აქტივების სახით და რა თქმა უნდა ევროპის ტერიტორიაზე არსებობს ტენიკური ბაზა, რომელიც ფულის გაჩენის შემთხვევაში, თანდათანობით უზრუნველყოფს როგორც უკრაინის მომსახურებას, ისე უკრაინის მეშვეობით დროის მოგებით, შიდა თვითკმარი უსაფრთხოების მიღწევას. უკრაინული დიპლომატიის ქაოტურობა, ჯერ უარი, შემდეგ მოლაპარაკებებში შესვლა, შემდეგ შიდა პოლიტიკური გადაადგილებები, შემდეგ მოლაპარაკებებში ხელახლა შესვლა და სხვა, აწორედ ამ სწორი დიპლომატიური სტრატეგიის ნაწილია, რაც დროის მოგებას უკავშირდება ‐ კიევში შესანიშნავად ესმით, რომ რაც უკრაინას სურს იმას რუსეთის არ დათანხმდება და რაც რუსეთს სურს იმას უკრაინა არ დათანხმდება, ხოლო გაჯიუტების ფონზე, მთავარი მოკავშირის გარეშე დარჩენილი უკრაინის პირისპირ, რუსეთი არათუ გაჩერდება, არამედ კიდევ უფრო მეტი ამბიციით გაგზავნის "ხორცის ტალღებს", იმ იმედით რომ საბოლოოდ ვერ გაუძლებს უკრაინის თავდაცვის სისტემა და ფრონტი ჩამოიშლება, რაც უზრუნველყოფს რუსეთისთვის რეალური გამარჯვების მოტანას. მანამდე, მოსკოვში აფასებენ იმასაც, რომ ჩინეთთან დაპირისპირების წინა ეტაპზე, ტრამპი ცდილობს ივაჭროს რუსეთთან, დაიკავოს მეტად ძლიერის(რუსეთის) მხარე და ამ გზით დაითანხმოს ომის გაჩერებაზე – რუსებიც ტრამპის ფსიქო-პორტრეტის გათვალისწინებით, მაქსიმალურად ხელს უწყობენ ტრამპის ამ იდეის განხორციელებას, ოღონდ არა შეთანხმების მისაღწევად, არამედ ტრამპის ლოიალურობის შესანარჩუნებლად და პირიქით, უფრო სუსტის, ანუ უკრაინის წინააღმდეგ განსაწყობად — სამწუხაროდ, ჯერჯერობით მშვენივრად გამოდით ეს ოპერაცია, როგორც მინიმუმ, ტრამპი აძლევს მათ ამის საშუალებას. რა იქნება მომავალში? ჯერჯერობით ყველაზე ნაკლებად მომასწავებელი მშვიდობის დამყარებაა, რადგან ეს, პირველ რიგში, 2 მეოომარ მხარეს არ აწყობს - არც ერთისთვის და არც მეორისთვის არ დგას ამის მოცემულობა. უკრაინისთვის ეგზისტენციალური საკითხია და მხოლოდ იმიტომ რომ ტრამპს ასე უნდა, ხელს ვერ მოაწერენ ქმედითი უსაფრთხოების ბერკეტების გარეშე არსებულ შეთანხმებას. რუსეთისთვისაც ეგზისტენციალური საკითხია, რადგან 4 წლიანი ომის განმავლობაში, მათ ჯერჯერობით არ აქვთ არანაირი მნიშვნელოვანი მონაპოვარი და მითუმეტეს, თუ შეთანხმება შედგება, სადაც უკრაინა დარჩება ძლიერ სახელმწიფოდ, რომელსაც ეყოლება ევროპაში უძლიერესი არმია, თანამედროვე შეიარაღება და პლუს უსაფრთხოების ქმედითი გარანტიები (ამ ეტაპზე სხვანაირად ვერ შედგება შეთანხმება), ეს რუსეთისთვის ომში კაპიტულაციაზე უარესია, რადგან არათუ ომში მარცხით, არამედ უომრად, შეთანხმებით სამუდამოდ დათმეს თავიანთი იმპერიული ამბიციები. ამიტომ, ჩემთვის ყველაზე მოსალოდნელი განვითარება, ომის გაგრძელებაა, თუმცა აშშ-ს სახელმწიფოს ნაკლები ჩართულობით – სრულად ომისგან ჩამოშორება, ალბათ მაინც გაუჭირდება, რადგან შეუძლებელია აშშ-ს კერძო მეგა იარაღის მწარმოებელმა კომპანიებმა, უარი თქვან, მილიარდობით ევროპულ ფულზე, რომლითაც უნდა დამზადდეს, როგორც უკრაინის გამოსაყენებელი შეიარაღება, ისე ფორსირებულ რეჟიმში, ევროპის უსაფრთხოებისთვის საჭირო საშუალებები. ამასთანავე, ისევე როგორც რუსეთისთვის და უკრაინისთვის, ევროპისთვისაც ეგზისტენციალურია უკრაინის ომი – ამ ომში, ახლა უკრაინის დამარცხება ან კაპიტულანტურ შეთანხმებაზე ხელმოწერა ნიშნავს, შურისძიების მოტივით აღვსილი, ომში გამარჯვებული რუსეთის პირისპირ დადგომას, თანაც იმ პირობებში, როდესაც არც თუ ისე მყარია ევროპის პოლიტიკური დღისწერიგი და ახლაც კი ჭირს, საერთო ევროპული ფრონტის შექმნა, სადაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებების გაერთიანება და ძალებისა და საშუალებების მობილიზაცია, თუმცა ევროპას სხვა გზა უბრალოდ არ აქვს და მათ მოუწევთ თავიანთ თავს აჯობონ, რათა ხვალ მაგალითად ვარშავის ან პრაღის მისადგომებთან არ მოუწიოთ გამარჯვებული რუსების შეკავება. ცალკე აღნიშვნის ღირსია, რას იზამს ასეთ ვითარებაში რუსეთი, როდესაც მათ მილიტარისტული ევროპის წინააღმდეგ მოუწევთ დადგომა და დიდი ალბათობით, ვერც ამერიკული გეოპოლიტიკური ინტერესების მფარველობა იხსნით და საჭიროება მოითხოვს, მარცხის თავიდან ასარიდებლად, გარდაუვალად გაყინოს ომი უკრაინაში – იქნება თუ არა, ამ დროს რუსეთის მხრიდან ავანტიურები და ბირთვული ესკალაციის გაჩენით, პოტენციური დამამცირებელი მარცხის თავიდან აცილების განვითარებები, ამას მხოლოდ დრო და შემდგომ დღეებში, უკრაინული დიპლომატიისა და ძალოვნების ერთობლივი მუშაობის ხარისხი გვიჩვენებს, რომელიც ან გაუძლებს სამხედრო და პოლიტიკურ ზეწოლას და ან უკრაინის როგორც სახელმწიფოს არსებობის გადარჩენის სერიოზული კითხვის ნიშნები დადგება.
--------------------
რაშიზმი - ესაა ფაშიზმი უკუღმა, უნტერმენშების შესრულებით
|