დონბასელი რუსი სეპარატისტების ყოფილი სამხედრო ლიდერი, იგორ გირკინი მორიგ წერილს აქვეყნებს სადაც უკრაინა რუსეთის ფრონტზე შექმნილ მდგომარეობას განიხილავს—-
"მთავარი უკვე მოხდა: როგორც ველოდი, ევროკავშირმა და ე.წ. „უკრაინამ“ კატეგორიულად უარყვეს „შეთანხმება“, რომელიც გულისხმობდა ტერიტორიულ (და სხვა) დათმობებს."
"ეს იმიტომ ხდება, რომ მათთვის ყველაფერი კარგად მიდის და მათ აბსოლუტურად არანაირი მიზეზი არ აქვთ უახლოესი თვეების განმავლობაში ჰქონდეთ ფრონტის ჩამოშლის და სამხედრო დამარცხების შიში."
"ექვსთვიანი შეტევის შემდეგ კუპიანსკის (ხარკოვის ოლქის ერთ-ერთი „საშუალო“ რაიონული ცენტრი) დაცემა ხომ ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს „სტრატეგიულ მარცხად“?" ( იმ ფონზე, რომ პუტინის განცხადებების მიუხედავად, კუპიანსკი რუსებს არც კი დაუკავებიათ, ქალაქის 50%-საც ვერ აკონტროლებენ ამ მომენტისთვის)
"კიევსა და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში კარგად ესმით, რომ არც კუპიანსკი, არც პოკროვსკი, არც ორეხოვი, არც გულიაი-პოლე და სხვა ქალაქები და სოფლები არ მოუტანს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გამარჯვებას, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ იქნება დამარცხებული მათი აღებისას."
"უკრაინის არმია კი არ დამარცხდება. მათი დამარცხება შეუძლებელია იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ ტაქტიკური ოპერაციებისთვის ყოფნით ძალები, მაგრამ არ გააჩნიათ რესურსები სტრატეგიული ოპერაციების ჩასატარებლად."
"ტაქტიკური წარუმატებლობების მიუხედავად, მთლიანობაში მტერი (უკრაინის არმია) ძალიან ჯიუტად აგრძელებს ბრძოლას ყველაზე სახიფათო მიმართულებებზე (ხარკოვი და ზაპოროჟიე) - იბრძვის ყველა ბორცვისთვის, ყველა სახლისთვის, ყველა ტყის მასივისთვის - რის შედეგადაც ჩვენი ტაქტიკური წარმატებები იქ მინიმალურია ან საერთოდ არ არსებობს."
"ეს ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში კიეველ არამზადებს და მათ ბატონებს ევროპაში (და აშშ-ში!) შეუძლიათ არაფერზე არ იდარდონ - მათ შეუძლიათ შედარებით მშვიდად განაგრძონ ინტერვენციისთვის მზადება, სერიოზულად და საფუძვლიანად მოემზადონ ჩვენთან მომავალი ომისთვის."
მოსკოვი უნდა დაინგრეს.