მარკო რუბიოს განცხადებით, ინფორმაცია, რომ დენ დრისკოლმა უკრაინელები გარდაუვალი მარცხის შესახებ გააფრთხილა, 100%-ით ყალბია ))
https://www.interpressnews.ge/ka/article/85...a-100-it-qalbia* * *
“მტერი უნდა გამოფიტო, თუნდაც ალყაში იყო მოქცეული” - უკრაინული არმიის ბრიტანელი ვეტერანი შონ პინერი
„იმ კვირაში, როცა რუსი ნეონაცისტური ჯგუფები უკრაინელი ტყვეების საჯაროდ დახვრეტის ვიდეოებისათვის ფულად ჯილდოს აწესებენ, ხოლო ბრიტანელი პროპაგანდისტი [საუბარია დონბასში გადაბარგებულ პროპუტინისტ ბრიტანელ ჟურნალისტ გრემ ფილიპსზე - რ.თ.] გაბადრული გვიყვება, თუ როგორ კვებავს ღორებს უკრაინელი ჯარისკაცების გვამებით, ჩვენგან ითხოვენ, ამნისტია გამოვაცხადოთ და რუსებს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები შევარჩინოთ?“ - უთხრა რადიო თავისუფლებას შონ პინერმა, ბრიტანეთის არმიისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ვეტერანმა, როდესაც ახალი „სამშვიდობო გეგმის“ პირველმა, 28-პუნქტიანმა ვერსიამ გაჟონა მედიაში.
პინერი, რომელიც მარიუპოლის ალყას გადაურჩა და რუსულ ტყვეობაშიც თვეები გაატარა, გამონაკლისი არაა - უკრაინასა და ევროპის დედაქალაქებში ბევრმა უწოდა აგრესორის დამაჯილდოებელი კაპიტულაცია გეგმას, რომელმაც მას შემდეგ სახე იცვალა. [როდესაც პინერს ვესაუბრეთ, მოლაპარაკებები უკრაინას და აშშ-ს და აშშ-ს და რუსეთს შორის ისევ გრძელდებოდა.]
https://www.radiotavisupleba.ge/a/33605981.htmlშონ პინერი: ძნელია გადაჭრით თქმა, შევძლებთ თუ არა პოკროვსკის შენარჩუნებას - იქ დაახლოებით 115 000 რუსი სამხედროა, ძალთა თანაფარდობა თითქმის 8:1-ზეა რუსების სასარგებლოდ. მაგრამ რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ უკრაინის სტრატეგიული გეგმა თითქმის არ შეცვლილა ომის პირველი დღეებიდან მოყოლებული. მე თვითონ ვიყავი ალყაში მარიუპოლში და ძალიან კარგად ვიცი ეს ლოგიკა: მტერი უნდა გამოფიტო - თუნდაც ალყაში იყო მოქცეული, თუნდაც იცოდე, რომ გარს გერტყმიან. მთავარი მიზანია მტრის რესურსის ამოწურვა, რათა კიევი გადარჩეს.
მარიუპოლი ამის საუკეთესო მაგალითია - დღეს ითვლება, რომ მარიუპოლი რომ ამდენ ხანს არ შეგვენარჩუნებინა, შეიძლება კიევი დაცემულიყო. პოკროვსკსაც ტაქტიკური გადმოსახედიდან უნდა შევხედოთ: ომი ყოველთვის აშკარა მოგება-წაგება არ არის. ზოგჯერ მიზანია მტრის შეტყუება, მისი ძალის გაფლანგვა.
. . .
ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში პოკროვსკი ჰუგმონის ფერმას შევადარე - რომ არა ჰუგმონი, ვატერლოოს ბრძოლა შესაძლოა სულ სხვაგვარი შედეგით დასრულებულიყო. ისევე, როგორც ჰუგმონი, პოკროვსკიც ბასტიონია, რომელიც იმპერიულ არმიას აკავებს.
თუ პუტინი მაინც აიღებს ამ ქალაქს - შარშან იქ პირადად ვიყავი, პოკროვსკის ჩრდილოეთით მასიური თავდაცვითი ხაზებია გამართული: „დრაკონის კბილები“, სანგრები, ტანკსაწინააღმდეგო თხრილები, მავთულხლართებით გამაგრებული ზონები ქვეითების დასაბრკოლებლად… - თუ რუსებმა მართლაც აიღეს პოკროვსკი, ამ ყველაფრის გარღვევა თავიდან მოუწევთ.
. . .
ვერაფრით გავიგე, რატომ დაუშვეს 2022-ში, რომ 18 წლის ახალგაზრდები ქვეყნიდან წასულიყვნენ. ამ ხალხის ნაწილი დღეს უკვე ოფიცრული მომზადების ოთხწლიან პროგრამას დაამთავრებდა. უკვე 22 წლის იქნებოდნენ, სრული სამხედრო განათლებით. ამას დაემატებოდა სპეციალური მომზადება - ქვეითი, დრონები, საინჟინრო მიმართულებები…
იმას არ ვამბობ, რომ 18–25 წლის ახალგაზრდები ფრონტის წინა ხაზზე უნდა გაეგზავნათ. ვამბობ: მოგემზადებინათ, გაგეწვრთნათ, „დაგესპეცებინათ“...
ორი წლის წინ ამის გაკეთება შესაძლებელი იყო. ისინი 25 წლამდე არ წავიდოდნენ ფრონტის წინა ხაზზე, მაგრამ სამხედრო წვრთნა და კვალიფიკაცია ექნებოდათ. ისინი ერთმანეთის გვერდით გაიზრდებოდნენ, მეგობრები გახდებოდნენ, იქ იქნებოდა ერთიანობა. ნაკლები იქნებოდა დეზერტირობაც. სამხედრო სისტემას უკეთ გაეცნობოდნენ. ეს ორი წელი უაზროდ დაიკარგა.
დღეს კი რა ხდება? ახლა უკრაინა უკვე საკუთარ კუდს დასდევს. ზის და ფიქრობს: „ხალხი არ გვყოფნის, 18–25 წლის ახალგაზრდების ქვეყნიდან გასვლა დავუშვით და ახლა უკან აღარ ბრუნდებიან“. რა თქმა უნდა, არ დაბრუნდებიან. თავიდანვე უნდა დაგეწყოთ მათი მობილიზაცია და მომზადება. ასე დღეს გეყოლებოდათ ოფიცრების, სპეციალისტებისა და ტექნიკური პერსონალის ბევრად უფრო ძლიერი ბირთვი და, ალბათ, ნაკლები დეზერტირიც.
უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი „საბრძოლო ასაკის“ მამაკაცი დადის ქუჩაში - დნიპროშიც, კიევშიც, სხვა დიდ ქალაქებშიც. რესურსი არის, თუ პოლიტიკური ნება იქნება. უბრალოდ, ახლა ეს გადაწყვეტილება გაცილებით უფრო არაპოპულარული და მტკივნეული იქნება, ვიდრე მაშინ რომ მიეღოთ, ომის დასაწყისში. ვიღაცას - იქნება ეს ზელენსკი თუ სხვა - ძალიან მალე მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგმა. თან მხოლოდ ძალითა და ბრძანებებით ფონს ვერ გახვალ – მობილიზაცია რაღაცნაირად მიმზიდველიც უნდა გახადო, რომ ადამიანებს ბრძოლაში ჩართვის მოტივაციაც ჰქონდეთ.
. . .
This post has been edited by griankali on 26 Nov 2025, 16:04
რუსეთი უნდა დაინგრეს.