2 კაციანი ჯგუფი -> თავდაცვითი ხაზი -> ხაზის გავლა -> წერტილი "A" -> დაგროვება.
დაგროვება ხდება რომელიმე რუხი ზონის სოფელში სახლების სარდაფებში ან რომელიმე მწვანე ზონაში ე.წ "პასადკაში".
ასე მეორდება დღეები, ზოგჯერ 2-3 კვირა, სანამ არ შეიკვრება 50-100 კაციანი შტურმავიკების ჯგუფი რომელსაც მომარაგებული აქვს პროვიზია, საბრძოლო მასალა.
შემდეგ ეს 50-100 კაციანი შტურმავიკების ჯგუფი იშლება და იწყებს უკრაინელების პოზიციებისკენ ნელ ნელა შეჟონვას სხვადასხვა წერტილებში.
ასეთი 50-100 კაციანი ჯგუფები მთელ ფრონტზე გროვდებიან და ერთ მონაკვეთზე შეიძლება 4-დან 10-მდე ასეთი ჯგუფი იყოს შეტევაზე.
"კლასიკური" უკრაინული თავდაცვითი ხაზი გამოიყურებოდა ასე:
((თავდაცვითი პოზიცია))) - - - - - - - - ((((თავდაცვითი პოზიცია) - - - - - - - (((თავდაცვითი პოზიცია))) - - - - - - ეს თავდაცვითი პოზიციები წარმოადგენენ საყრდენი პუნქტების ქსელებს. ათეულის, ასეულის, ბატალიონის დონის.
ამ თავდაცვით პოზიციებზე იჯდნენ ჯარისკაცები. ეს თავდაცვითი პოზიციბი იცავდნენ ერთმანეთის ფლანგებს.
სქემა იყო ეფექტური მაშინ როდესაც რუსები უტევდნენ დიდი ჯავშანკოლონებით და მექანიზირებული შტურმებით. ასეთი შტურმები ეგრევე ფიქსირდება და მარტივი მოსაგერიებელია არტილერიით და დრონებით.
მას მერე რაც რუსებმა შეცვალეს ტაქტიკა და გადავიდნენ მცირე ჯგუფების დაგროვებაზე, ამ სქემამ დაკარგა ეფექტურობა.
თავდაცვითი პოზიციები ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებით არის განლაგებული და მათ შორის ყოველთვის იყო ხვრელები და კორიდორები.
2-3 კაციანი ჯგუფები უბრალოდ გვერდს უვლიდნენ თავდაცვით რიგებს შორის არსებული ხვრელების გამოყენებით და ზურგში გროვდებოდნენ რუხ ზონებში. შემდეგ იწყებდნენ ცალკეული მოწყვეტილი თავდაცვითი პოზიციების შტურმს.
უკრაინელებს უბრალოდ არ ყოფნით ქვეითები რომ გააკეთონ ისეთი სისტემა სადაც მთელ ფრონტზე გადაჭიმული ჩაბეტონებული თავდაცვაა და ყველგან ზიან ჯარისკაცები. ამისთვის უშუალოდ ფრონტზე ჭირდებათ 500 000 კაცი.
ახალი თავდაცვითი სქემა სხვანაირად მუშაობს.
ახალი თავდაცვითი ხაზი
მავთულხლართები
----------------------------------------------------------------------------------------------- კორიდორი ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
თხრილი
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ტანკსაწინააღმდეგო წინაღობები
კიდე თხრილი
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------მოკლედ ამ ახალ თავდაცვით ხაზებზე არავინ არ ზის ჯარისკაცებიდან და ეს უბრალოდ არის გამაგრებული გრძელი თხრილების სისტემა სადაც შექმნილია მცირე გასასვლელი და რთულად გადასაჭრელი წინაღობები
2-3 კაციანი დასაგროვებელი ჯგუფები იძულებულები არიან მთელ სიგრძეზე რამენაირად გაიარონ ეს ხაზი და ამისთვის აქვთ ორი გზა
1. გადაიარონ წინაღობები (რასაც ჭირდება დიდი დრო) - ამ დროში მათ დრონები აფიქსირებენ და ესევიან
2. გაიარონ მცირე კორიდორი რაც დაუტოვეს უკრაინელებმა - აქ დრონები წინასწარ ელოდებიან
რასაც ზემოთა ვიდეოში ხედავთ.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)