უკრაინაში მყოფი ქართველი ოფიცერი, პოლკოვნიკი კახა ბასილია, საქართველოს კარატეს ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტი.
04.12.2025
...ჩამოვედი უკრაინაში, რომ აქედან 2022 წლის 28 თებერვალს გავფრენილიყავი ნიუ-იორკში, მაგრამ როდესაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე წამოიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები, უყოყმანოდ დავრჩი უკრაინაში, სადაც დღემდე ვასრულებ საბრძოლო ამოცანებს.
. . .
– რამდენად შენარჩუნდა ომის მეოთხე წლისთავზე ის ენთუზიაზმი, რაც რუსეთის აგრესიის პირველ თვეებში არსებობდა კიევისა და ზოგადად უკრაინის მოსახლეობაში?– შენარჩუნებულია. უკრაინელები ბუნებით მებრძოლი ხალხია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ამ სამი წლის განმავლობაში მე ვმონაწილეობდი 20 000 ზე მეტი სხვადასხვა პროფესიის სამოქალაქო პირის სამხედრო მომზადებაში. ამასთან, ჩვენთან სწრაფი მომზადების კურსკის გასავლელად მოდიან პოლიციის, პროკურატურის და სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებიც.
ეს მოკლე კურსი შედგება, როგორც 30 საათიანი, ისე 9 საათიანი პროგრამისგან. გარდა ამისა, ჩემი ინიციატივით დაიწყო უცხოელების ჩამოყვანა და მათი მომზადება სარეზერვო ბატალიონისთვის. ძირითადად ვმუშაობ პერუზე. იმ დროიდან, როდესაც მე საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი ვიყავი, პერუს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტთან ვმეგობრობ და ის მეხმარება პერუელი მოხალისეების გამოგზავნაში. იქ დიდი სურვილია, რომ ჩამოვიდნენ უკრაინაში და მიიღონ მონაწილეობა ამ ქვეყნის დაცვაში.
– კი მაგრამ, პერუელებს რატომ აქვთ ასეთი სურვილი?– იმიტომ, რომ ისინი დაახლოებით 3000 დოლარის ოდენობის ანაზღაურებას იღებენ უკრაინის შეიარაღებულ
ძალებთან გაფორმებული კონტრაქტებით, რაც მათთვის დიდი ხელფასია. უკვე 100 ზე მეტი ადამიანი ჩამოვიყვანე პერუდან, ასევე ჩამოგვყავს მოხალისეები ბრაზილიიდან. ვამზადებთ მათ სპეციალურ ბაზაზე, სხვადასხვა მიმართულებით: სნაიპერებად, დრონების ოპერატორებად და ასე შემდეგ. დგინდება მათი იურიდიული სტატუსი, გაიცემა შესაბამისი დოკუმენტაცია და შემდგომ ამის მათ კონტრაქტებს უფორმებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
. . .
არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება! დიქტატორთან როგორ უნდა ივაჭრო? პუტინი არის ამბიციური და საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეით შეპყრობილი ადამიანი, რომელიც 28 კი არა, 58 პუნქტიან შეთანხმებასაც არ დათანხმდება. ის უბრალოდ დროს წელავს, დათანხმდები დონბასის დათმობას, მერე ოდესის გადაცემას მოგთხოვს და ასე ივაჭრებს.
. . .
კიევში მდგომარეობა ძალიან რთულია. სამი დღის წინ მასიური დაბომბვის გამო კვლავ მოგვიწია მთელ ოჯახს მეტროსადგურ “ზოლოტიე ვაროტაში” გახსნილ თავშესაფარში ღამის გათენება. მიუხედავად ყველაფრისა, უკრაინის დატოვებაზე და ევროპაში გადასვლაზე არც ერთი არ ვფიქრობთ.
– და საქართველო? საქართველოში დაბრუნებაზე თუ ფიქრობ?– საქართველოში ჩემი საქმე ძიებაშია და ვერ დავბრუნდები. ეს მოხდა „ოცნების ხელისუფლების“ დროს. იმის გამო, რომ ნებაყოფლობით არ ვთქვი უარი კარატეს ფედერაციის პრეზიდენტობაზე. მალე ჩემ წინააღმდეგ შეთითხნეს საქმე ვითომცდა 10 000 ლარის მითვისების გამო, რაც წმინდა წყლის ფაბრიკაციაა. საპატიმრო სასჯელი რომ ამერიდებინა, მეგობრების დახმარებით დავტოვე საქართველო და, როგორც ზემოთ, ვთქვი, აშშ-ში მიმავალი, გზად უკრაინაში გავჩერდი. მას მერე აქ ვარ. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ რუსეთმაც მომისაჯა დაუსწრებლად სასჯელი, როგორც მის წინააღმდეგ მებრძოლს. ასე რომ, საქართველოც მდევნის და რუსეთიც.
https://www.interpressnews.ge/ka/article/85...ba-ar-sheizlebaმიმდინარე წლის მაისში კახა ბასილია უკრაინის უშიშროების აკადემიის უფროსად (რექტორად) დანიშნეს.
რუსეთი უნდა დაინგრეს.