Washington Post-ი ასაჯაროვებს ტრამპის "გეგმის" ახლანდელ შინაარსს და იმას თუ რა ხდება კულუარებში და როგორი ლოგიკით მსჯელობენ ტრამპის ადმინისტრაციაში გთავაზობთ ძირითად თეზისებს.
1) გეგმის მთავარი ნაწილია ტერიტორიული დათმობები. ტრამპის გუნდი ზეწოლას ახორციელებს კიევზე, რათა გადასცეს რუსეთს დონბასი.
ტრამპის ადმინისტრაცია კიევს ეუბნება რომ რუსეთი
მაინც დაიკავებს დონბასს ბრძოლით შემდეგ 6 თვეშიანუ 6 თვეში რუსები აიღებენ რაც არ აუღიათ + სლავიანსკ-კრამატორსკის მთლიან აგლომერაციასო
ეს რომ აბსოლუტური, ტოტალური, აბსურდული სისულელეა ხომ ყველამ ვიცით? დიდი ალბათობით პუტინის ნაბოდვარს იმეორებენ. შეხვედრაზე პუტინი ეტყოდა მაგას.
2) ლაპარაკობენ დემილიტარიზირებული ზონის შექმნაზე, სადაც აკრძალული იქნება მძიმე შეიარაღების განთავსება. ხოლო ზელენსკი არ აღიარებს ოფიციალურად ტერიტორიების ოკუპაციას, მაგრამ დე-ფაქტო საზღვარი გავა ამ ზონაზე. როგორც ორი კორეაა გაყოფილი.
3) ასევე ლაპარაკია უკრაინის არმიის შეზღუდვაზე 600-800 ათას ადამიანამდე, თუმცა კიევი უარს ამბობს კონსტიტუციაში ამის ჩაწერაზე, ასევე ამბობს რომ სჭირდება რეზერვები ნაციონალური გვარდიის შტატებისთვის
4) ტრამპის ადმინისტრაცია სთავაზობს კიევს ინვესტიციებს და აღდგენას. ამისთვის გაყინულ რუსულ აქტივებს განიხილავენ. ტრამპი უკრაინას სთავაზობს აქედან 100 მილიარდს.
5) ამერიკელი მაღალჩინოსნები აწარმოებენ მოლაპარაკებებს BlackRock-თან რათა უკრაინის აღდგენაზე ასევე 400 მილიარდი დოლარი მოიძიონ
6) უსაფრთხოების გარანტიების სახით უკრაინას სთავაზობენ "მე-5 მუხლის ანალოგს", რომლებიც კონგრესის მიერ იქნება რატიფიცირებული. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს გარანტიები არასერიოზულად გამოიყურება იმის ფონზე თუ როგორ შეიცვალა ამერიკის პოლიტიკური ვექტორი და საერთოდ იმის ფონზე რომ ამერიკა ამცირებს NATO-ში თავის მონაწილეობას და ევროპას აბარებს მთლიანად
7) ამერიკელებს უნდათ რომ რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ამერიკას გადასცენ და ამერიკა გააკონტროლებს
ტრამპის მომლაპარაკებლები - ჯარედ კუშნერი და სტივ ვიტკოფი არ არიან დიპლომატები. ისინი არიან ბიზნესმენები. მათი აზრით ომის სწრაფად და ეფექტურად შეჩერება შეიძლება პრაგმატული პოლიტიკით რომლითაც ეკონომიკურად მოიგებს ყველა მხარე, იქნება ბიზნესი, ვაჭრობა და განვითარება და ამიტომ აღარ მოუნდებათ ომიტრამპის სტრატეგია სარისკოა, ის ცდილობს დაიჭიროს მხარეებს შორის "არბიტრის" როლი. თუ ვაშინგტონი გააგრძელებს კიევზე ზეწოლას ფორმატით "ახლა ან არასდროს", არსებობს დიდი ალბათობა რომ შეთანხმება მთლიანად ჩავარდეს და ომი არათუ მორჩეს, არამედ კიდევ უფრო დიდი ესკალაცია მოხდეს და მასშტაბი გაიზარდოს