#62410736 · 24 Dec 2025, 18:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დეპუტრაწი
| QUOTE | | ბევრმა არ იცის რომ სულ რაღაც 75 წელიწადში, ჩვენი შობა გადავა 7 იანვრიდან 8-ში. კათოლიკების დარჩება 25 ში. |
დიახ, ასე მოხდება.
| QUOTE | | ყოველ ას წელიწადში ერთხელ ჩვენი შობა წაიეწევს 1 დღით. |
არა, ასე არ არის. ყოველ 100 წელიწადში არა.
რამდენჯერ დავწერე, კიდევ გავიმეორებ: იულიუსის კალენდარში ყოველი მეოთხე წელი ნაკიანია.
1582 წელს ჩამორჩენა გასწორდა 10 დღით, და იულიუსის კალენდარს დაემატა შესწორება რომ ყოველ 400 წელიწადში 3 დღით უნდა გადაიწიოს წინ. ეს ხდება ნაკიანი წლების საშუალებით: 1700, 1800 და 1900 არ იყო ნაკიანი წელი, და შესაბამისად განსხვავებამ მიაღწია 13 დღეს. 2000 წელი იყო ნაკიანი და დარჩა 13 წელი.
2100, 2200 და 2300 იქნება არანაკიანი და განსხვავება გახდება 16 დღე. 2400 იქნება ნაკიანი და დარჩება 16 დღე. და ასე გაგრძელდება, 3-ჯერ 28 თებერვალი, ერთხელ 29 თებერვალი. ყოველ 400 წელიწადში.
როგორც ხედავთ არავითარი გრიგორიანული კალენდარი არ არსებობს. პაპმა 1582 წელს მხოლოდ შეასწორა იულიუსის კალენდარი. ახალი სტილიც იულიუსის კალენდარია, მხოლოდ შესწორებული.
|