Efil"მე მტკიცედ მწამს, რომ ძალიან მალე დავიწყებთ ცხოვრებას ჩვენი კულტურის, ენისა და ტრადიციების მიხედვით და შევქმნით რეგულაციებს, რომლებიც დანიისგან დამოუკიდებელი იქნება". - განაცხადა Naleraq-ის კანდიდატმა კუპანუკ ოლსენმა.
კენჭისყრის პროცესი 72 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა, სადაც ხმის მიცემა დაახლოებით 40,500 ამომრჩეველს შეეძლო, თუმცა საბოლოო მონაწილეობის მაჩვენებელი ჯერ უცნობია.
თებერვალში გრენლანდიის მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. პარტიის მიხედვით, რეფერენდუმი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ჩატარდეს.
ქვეყნის სტატუსი გრენლანდიაში მას შემდეგ გახდა ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არქტიკაში აშშ-ს ინტერესების დასაცავად, საჭიროა გრენლანდიის მიერთება და ამისთვის მის "ყიდვასაც" განიხილავს, თუმცა, ტრამპმა არ გამორიცხა სამხედრო და ეკონომიკური საშუალებების გამოყენება.
https://tabula.ge/en/news/729800-grenlandii...amoukideblobazehttps://tabula.ge/ge/news/731706-grenlandii...itsiurma-partia