ბაიდენი მაგარი კაცი იყოო და რამდენჯერაც ეს იწერება, იმდენჯერ მეცინება ხოლმე
ბაიდენის “მაგარი კაცობა ფაქტებით:
ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს რუსეთს 2008 წლის ომის მერე დასჯის მაგივრად გადატვირთვა გაუკეთეს და წაახალისეს პუტინი ახალ აგრესიებზე
ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს 2010-ში პრო-რუსი იანუკოვიჩი მოვიდა ხელისუფლებაში და ფოდნოსით გადააბარეს უკრაინა პუტინს დემოკრატებმა
ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს 2012-ში ქოცები მოიყვანეს ხელისუფლებაში და ფოდნოსით გადააბარეს საქართველო რუსეთს
2014-ში ბირთვული შეთანხმდება თავზე გადაახია პუტინმა დემოკრატებს და ყირიმის ანექსია მოახდინა, რაზეც “შეშფოთებებს” გამოხატავდა ბაიდენი და ნაომარ უკრაინას იარაღის მიწოდებაზე ემბარგო დაადეს
2022-ში კი პუტინმა ისევ ბაიდენის დროს, მთელი უკრაინის მიტაცება განიძრახა და რომ არა უკრაინელების გმირობა, მაგასაც შეძლებდა
ბაიდენი კი ჩემი ღრმა რწმენით შეგუებული იყო ამას და გაიძახოდა “კიევი 3 დღეში დაეცემაო”, ზელეს კი მოუწოდებდა გაიქეცი კიევიდანო
და ამის მერე 20% უკრაინის მიწა მიიტაცა პუტინმა
ამას დამატებული
ოფიციალურად ბელარუსი და საქართველოც გაიფორმა პუტინმა
ბაიდენის დროს
ბელარუსში კი ბირთვული არსენალიც კი განალაგა
არსად არ დაგეკარგოს ბაიდენი და მისი “გმირობები”
პ.ს რაც შეეხება დახმარებას
დახმარებას ამტკიცებს ამერიკის კონგრესი და არა ბაიდენი
ბაიდენის ჯიბის ფული არ ყიფილა ის, ეგ იყო ამერიკის ხალხის ფული, რასაც სხვათაშორის რესპების მიერ კონტროლირებადი კონგრესი ამტკიცებდა
ბაიდენმა კი უყაირათოდ გახარჯა ათეულობით მილიარდი, გაბერილი ფასებით და ნელი ტემპით ხელიდან გაუშვა უნიკალური დრო
ისტორიული ლენდ ლიზიდან კი 0 ცენტი დახარჯა უკრაინისთვის
ეს კი ზოგადად დემოკრატების “საქმენი საგმირონი”:
90-იან წლებში უკრაინა დემოკრატებმა ბირთვულად განაიარაღეს, დაუჭრეს სტრარეგიული ავიაცია
ანუ უკრაინას ჩამოართვეს 2 მთავარი კოზირი
1998 წელს ფინანსურ ჩამოქცევამდე მისული რუსეთი გადაარჩინეს
1999 წელს პუტინს ჩეჩნეთის ანექსია გაუტარეს
2008 წლის ომის მერე პუტინს დასჯის მაგივრად გადატვირთვა გაუკეთეს და მწვანე შუქი აუნთეს შემდეგ აგრესიაზე
2012-ში ქოცები მოიყვანეს ხელისუფლებაში
2014-ში ყირიმი გადაუფორმეს პუტინს და თავზე გადაახია პუტინმა ბირთვული შეთანხმება
2022-ში უკრაინის 20% დაკარგეს და დატოვეს ურთულესი მდგომარეობა
შესაბამისად, საქმით ბაიდენზე დიდი “პრო-რუსი” ბუნებაში არაა (პუტინმა ყველაფერი მის დროს მიიღო) და ყველაზე დიდი ზიანი უკრაინა/საქართველომ მის მოღვაწეობის დროს მიიღო
და ამ კაცს რომ ტაშს დაუკრავ და დადებითად მოიხსენიებ
ნუ კომენტარიც ზედმეტია
This post has been edited by DIDGORI-GEO on 16 Dec 2025, 15:10