https://1tv.ge/news/ashsh-is-kongresis-qved...auchira-mkhari/აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს იმის შესახებ, რომ ქვეყნის მასშტაბით არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის პროცედურის კრიმინალიზაცია მოხდეს.
ამ ინიციატივას 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, მათგან სამი იყო დემოკრატი კანონმდებელი.
ინიციატივა რესპუბლიკელ კანონმდებელს, მარჯორი ტეილორ-გრინს ეკუთვნის.
კანონპროექტის მიხედვით, არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის პროცედურის ჩატარება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება და ათწლიანი თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ამასთან ერთად, ასევე დაისჯებიან მშობლები ან სხვა პირები, რომლებიც არასრულწლოვანს სქესის შეცვლის პროცედურებთან წვდომაში დაეხმარებიან.
სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა მარტო ასეთ კანონებს რომ იღებს ღირდა ტრამპის გამარჯვება. რამდენი ძალადობა ჩაიდინეს ბავშვებზე წინა წლებში ვოუქებმა.