ვინც კითხვას სვავს, ამერიკა რუსეთს რას ათმობინებს ამ ხელშეკრულებითო
რუსეთის მოთხოვნების სურვილი წაიკითხეთ სტამბულის ფორმატში და მიხვდებით, თუ რა არის პუტინის სურვილები
მე დავდებ აქვე, აი ეს არის პუტინის სურვილები ანუ “კრემლში დაწერილი” გეგმა

ეხლა, რა წერია ამერიკელების გეგმაში, რაზე ხელის მოწერასაც აიძულებენ პუტინს:
1. უკრაინის არმიის კვოტა 600 000
(რუსეთის სურვილია 50 000-იანი ფორმალური არმიის დატოვება ანუ 12-ჯერ მცირე)
2. უკრაინისთვის ყველა ტიპის იარაღის მიღების და წარმოების უფლება
(რუსეთის სურვილია უკრაინისთვის იარაღის მიღების და წარმოების აკრძალვა)
3. ნატოს მე-5 მუხლის უსაფრთხოების გავრცობა და დე-ფაქტო ნატოს წევრობა
(რუსეთის სურვილია ნულოვანი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის)
4. დნეპრი, ხარკოვი და სუმიდან გასვლა, დემილიტირიზებული დონბასის სანაცლოდ
(რუსის სურვილია 5-ვე რეგიონის სრული კონტროლი და მის ტერიტორიად აღიარება)
5. რუსული ფულით უკრაინის აღდგენა
(რუსის სურვილია მისი ფულის მიცემა რუსეთისთვის უპირობოდ)
6. სანქციების მოხსნა ეტაპობრივად, გეგმის შესრულების მიხედვით
(რუსის სურვილია, სანქციების დაუყონებლივი მოხსნა)
ნუთუ რთულია ამერიკულ და რუსულ გეგმებს შორის სხვაობის დანახვა?
ამ გეგმაში რაც წერია, ვიმეორებ 80% არის რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელი
ამიტომ არ აწერს ხელს მას პუტინი
მარა, ამერიკა ყოველ უარზე ზრდის წნეხს (ჯერ უკრაინას რუსული ნავთობის ობიექტების დაბომბვის უფლება მისცა, მერე ყველაზე მძიმე სანქციები დაადო, ბოლოს “ჩრდილოვან ფლოტზე” თავდასხმების უფლება მისცა და ა,შ)
რათა პუტინი დაითანხმოს, მისთვის კატეგორიულად მიუღებელ პირობებზე
Otherguylbსაქართველოს ჭირდება მინიმუმ 15 ბრიგადა ანუ 60 000 ქვეითი
6 ბრიგადა - დასავლეთი
6 ბრიგადა - აღმოსავლეთი
3 ბრიგადა - სამხრეთი/სტრატეგიული რეზერვი
და ყველა ბრიგადაში უნდა იყოს FPV დრონის ბატალიონები და 1 საარტილერიო ბატალიონი (18 საარტილერიო სისტემა)
ამას დამატებული, ეშელონური საჰაერო თავდაცვა (6-8 ბატარეა პეტრიორი, 12-15 ბატარეა ირისი და ქვემეხიანი ჰსთ ასეულობით)
ჭირდება მინიმუმ 2 საარტილერიო ბრიგადა - მინიმუმ 120 საარტილერიო სისტემა
ასევე, ათასობით შორს მსროლელი დრონები (შახიდებივით), ტაქტიკური და ფრთოსანი რაკეტები (მინიმუმ 500 ერთეული)
ანუ საერთო ჯამში დაახლოებით 100 000 აქტიური სამხედრო
და 200 000 კარგად მომზადებული რეზერვი, საიდანაც 150 000 იქნება არმიის ზურგი, ხოლო 50 000 ტერიტორიული პრინციპით ადგილზე პარტიზანული წინააღმდეგობისთვის
თავდაცვის ბიუჯეტი მინიმუმ GDP-ს 5%
და გრძელვადიანი კრეტიდებით მოხდეს იარაღის შეძენა, პლიუს სამამულო წარმოების დაწყება
ასეთი გეგმით, შეგვიძლია დაახლოებით 10-15 წელში ვიქნეთ რეალური ძალა რეგიონში და რუსი სანამ ჩვენთან რამეს დაიწყებს, კარგად დაფიქრდეს და თუ დაიწყებს ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის
GURIEL3-3 000 გვეყოფა სეპარატისტების წინააღმდეგ
მე საუბარი მაქვს რუსთან ომის შემთხვევაში თუ რა ძალები გვჭირდება
და რეგიონშიც რომ სიტყვა გვეთქმოდეს
REIDIნატოს მე-5 მუხლის არსი რა არის?
ერთზე თავდასხმის შემთხვევაში ყველა ერთვება მის დასაცავად ხო?
ამას სთავაზობს ამერიკა და ეს ეწერა პირველივე გეგმაში
ანუ რუსი თუ ისევ რამეს იზამს, მოყვება დაოყონებლივი სამხედრო პასუხიო
მარა ზელე სავარაუდოდ ეუბნება, მისაღებია ჩემთვის ეს პუნქტი, მარა ძალა რომ ჰქონდეს
კონგრესმა მოახდინოს რატიფიცირებაო, რომ ამერიკის ყველა შემდეგი მთავრობისთვის იყოს სავალდებულო და არა მხოლოდ ერთი ადმინისტრაციის მიერ აღებული ვალდებულება ფურცელზეო, ბუდაპეშტის მემორამდუმი რომ არ განმეორდესო
ამაზე ამერიკამ კარგიო, კონგრესს მივაღებინებთ რატიფიცირებასო და სავარაუდოდ დათანხმდება ამ პუნქტს ზელე
დონბასს რაც შეეხება, პირველად გეგმაში ეწერა
უკრაინა გავა დონეცკის დარჩენილი ნაწილიდან, ხოლო სანაცვლოდ რუსი გავა სუმი/ხარკოვი/დნეპრიდანო ანუ მოხდება ტერიტორიის გაცვლაო
ზელე სავარაუდოდ ეუბნება, მე თუ გავალ დონბასის ნაწილიდან, იქ რუსის ჯარი არ უნდა შევიდესო ანუ უნდა იყოს დემილიტარიზებულიო
ამერიკამ ამაზეც კარგიო და სავარაუდოდ რუსიც დაითანხმეს, რასაც მოწმობს უშაკოვის განცხადება
მე ეს დასკვნები გამომაქვს, დანარჩენი ვნახოთ
This post has been edited by DIDGORI-GEO on 15 Dec 2025, 02:53