პუტინის ნებისმიერ “უარზე”, ტრამპი გადადის ახალ ესკალაციაზე, კერძოდ:
- პირველ რაუნდზე “უარის” შემდეგ
უკრაინას უფლება მისცეს, რუსეთის სიღრმეებში ბომბოს რუსული ნავთობის და გაზის ობიექტები
რაც ბაიდენის დროს არ ხდებოდა 3 წლის მანძილზე
- მეორე რაუნდზე “უარის” შემდეგ
რუსეთს დაადეს ყველაზე მძიმე სანქციები ომის დაწყების მერე
რაც ბაიდენის დროს არ ხდებოდა 3 წლის მანძილზე
-მესამე რაუნდზე “უარის” შემდეგ
უკრაინას ატაკამსების გამოყენების უფლება მისცეს რუსეთის ტერიტორიაზე და რუსული “ჩრდილოვან ფლოტზე” ნადირობის დაწყების უფლება
და საუბარი დაიწყეს “ტომაჰავკების შესაძლო მიწოდებაზე”
ამის გარდა პარალელურად:
- ნავთობის ფასი დაწიეს 20 დოლარით
- ევროპას აიძულებენ ბოლომდე ჩახსნან რუსული მილები
- მსოფლიო ბაზრებზე მაქსიმალურად ავიწროვებენ, რუსულ გაყიდვებს და ომის დაწყების მერე მინიმუმამდეა დასული
ამ ყველაფრის ფონზე კი რუსეთის ეკონომიკა უკიდურესად დამძიმდა
და ასევე, მცირდება რუსების “მადა”(გაიხსენეთ რა მოთხოვნები ჰქონდათ სტამბულში და რა მოთხოვნები აქვთ ეხლა)
რა იქნება შემდეგი პასუხი?
და ამის მერე, კიდე დაწერს ზოგი
“პუტინი უსრულებს ტრამპს და ამერიკასო”