გამოცემა The Economist-ისთვის დაწერილ სტატიაში , უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე საარმიო კორპუსის მეთაური, ანდრეი ბილეცკი შეიარაღებული ძალების სასწრაფო რეფორმირებას ითხოვს, მიუხედავად იმისა, გაგრძელდება ომი თუ ძალაში შევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
ძირითადი აქცენტები:
შეიარაღებული ძალების მომზადება: საჭიროა 6 თვე საბრძოლო გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორების მოსამზადებლად, რომლებიც ყოველ თვენახევარში მინიმუმ 40,000 კარგად გაწვრთნილ რეკრუტს მოამზადებენ.
სერჟანტები: მათ გარეშე ვითარებას საუკეთესო მეთაურებიც კი ვერ გადაარჩენენ. „ვეტერანები“ იმაზე სწრაფად იღუპებიან, ვიდრე გამოცდილების გადაცემას ასწრებენ, ხოლო გამოუცდელი შევსება წნეხის ქვეშ პოზიციების შენარჩუნებას ვერ ახერხებს.
„ქაღალდის გენერლები“: საჭიროა ოფიცერთა კორპუსის სრული რეატესტაცია და იმ ბარიერების მოხსნა, რომლებიც ხელს უშლის ნიჭიერი ახალგაზრდების კარიერულ ზრდას.
მოხალისეების ენთუზიაზმი: მხოლოდ მოხალისეების ენთუზიაზმით ბრძოლა უკვე შეუძლებელია. სისტემურ პრობლემებზე სწრაფი და პოპულისტური ნაბიჯებით პასუხი ქაოსსა და ტურბულენტობას იწვევს.
სტრატეგია: სტრატეგიის გარეშე, იარაღი და ტექნოლოგია ომის მსვლელობას ვერ ცვლის. ხალხის გარეშე ტექნოლოგია მხოლოდ ლითონია, ხოლო „დრონების ხაზები“ და „მკვლელი ზონები“ — მხოლოდ გრანდიოზული პროექტები.
„ადამიანური რესურსის ხარისხის გაუმჯობესება”— ეს არ არის ისეთი თემა, რომელიც ხმაურიან სათაურებში ხვდება. ცხადია, გაცილებით ადვილია მოუწოდო '100 მილიონი დრონის' წარმოებისკენ, თუმცა, მხოლოდ არმიაში არსებული ხარისხობრივი ცვლილებები განსაზღვრავს ბრძოლის ველის შედეგს, საზოგადოების განწყობასა და პარტნიორების მზაობას, გააგრძელონ მხარდაჭერა. 2026 წელი გამოფხიზლების წელი უნდა იყოს — რადგან უკრაინას სხვა არჩევანი არ აქვს.“