ყველაზე მართლის მთქმელი კაცი დიდცხვირა ჩია ბერიკაცი ბუხართან იჯდა და თავის თავგადასავალს უამბობდა ირგვლივ შემოკრებილ ხალხს.
— ყოჩაღ, მიუნჰაუზენ, ყოჩაღ! — დაცინვით წამოიძახებდა ვინმე და ატყდებოდა სიცილ-ხარხარი.ბერიკაცი კი არხეინად განაგრძობდა ლაპარაკს. უცნაურ ამბებს ჰყვებოდა მიუნჰაუზენი.
— ჰოდა, ავფრინდი მთვარეზე...
— რაო, რაო? მთვარეზე აფრინდი? ჰა-ჰა-ჰა!
— რა გაცინებთ? — მშვიდად მიუგებდა მოხუცი. ჰო, ავფრინდი და მერე ისევ ჩამოვფრინდი.
— კიდევ სადა ყოფილხარ, მიუნჰაუზენ, სად? — სიცილით ეკითხებოდნენ აქეთ-იქიდან.
— უჰ, სად არა ვყოფილვარ, რა არ მინახავს! სამფეხა ადამიანებთანაც მიცხოვრია და თევზის მუცელშიაც...ერთხელ თავიც მომწყდა.
— კარგი, კაცო, ტყუილებით ნუ გაგვებერე! — შეუძახებდა ვინმე.მიუნჰაუზენი მოიღუშებოდა.
— მიკვირს, რატომ არ გჯერათ? სად მე და სად ტყუილი! ჩემი მეგობარი ბარონები, თავადები და ხონთქრები სულ იმას გაიძახოდნენ — მიუნჰაუზენისთანა მართლის მთქმელი კაცი დედამიწაზე არ დაიარებაო. ისევ ახარხარდებოდა ხალხი.
— მიუნჰაუზენი და სიმართლის თქმა? ჰა-ჰა-ჰა!
მოხუცი ყურადღებას არ აქცევდა ამ სიცილ-ხარხარს და ახლა იმ ირმის ამბავს ყვებოდა, თავზე რომ ალუბლის ხე ამოუვიდა.
— ირემს ამოუვიდა თავზე ხე?
— დიახ, დიახ, ალუბლის ხე ამოუვიდა. მერე ისეთი ალუბალი ესხა იმ ხეს,ისეთი ტკბილი, ისეთი, რომ...
აუ, სხვაგან შემომეპოსტა, ბოდიშით....
Deutschland..ყავისფერი უნდა იყოს და ბევრად სქელი ხაზები
This post has been edited by iverski on 19 Dec 2025, 21:44