„რუსები არ არიან „უძლეველი ტიტანები“ - როგორ უნდა შეძლოს „უფრო ევროპულმა“ ნატომ პუტინის შეკავება?
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A0...0/33620881.html. . .
მეორე მონაკვეთი, სადაც უსაფრთხოების სტრატეგია სახიფათოდ არეულ-დარეულია, არის შემდეგი: ერთი მხრივ, დოკუმენტი ამბობს, რომ ევროპამ უნდა „იკაცოს“ [man up], თავად უნდა მართოს უსაფრთხოება და აღარ დაეყრდნოს აშშ-ს - მაქსიმუმ, როგორც უკანა ზღუდეს და არა გალავანს, რომელიც იერიშისგან დაიცავს; კი ბატონო, ასეა, მაგრამ, მეორე მხრივ, იგივე დოკუმენტი ამტკიცებს, რომ ევროპაში „კონსერვატიული მთავრობები“ უნდა მოვიდნენ და ევროკავშირს დაუპირისპირდნენ.
ეს კი რეალური საჭიროების სრულიად არასწორი აღქმაა. თუ გვინდა ძლიერი ევროპული თავდაცვის სისტემა - და როგორც პრეზიდენტი ამბობს, მასაც სურს ეს - მაშინ აუცილებელია ძლიერი ევროპული პოლიტიკური იდენტობაც, რაც პრეზიდენტს რატომღაც არ სურს და მხარს უჭერს იმ პოლიტიკოსებს, ვინც ამ ერთიანობას ასუსტებს.
მინდა ვთქვა, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს წინააღმდეგობები, გარკვეულწილად მაინც, ნაიჯელ ფარაჟისა და მისი დამქაშების „დამსახურებაა“: ის თავის თავს მომავალ ბრიტანელ პრემიერად ხედავს; ბევრისგან განსხვავებით, არ მგონია, რომ ის კრემლის აგენტია და პუტინი მოსწონს, მაგრამ მას მძაფრი, მძვინვარე სიძულვილით სძულს ევროკავშირი, თანაც აცნობიერებს, რომ ევროკავშირი შეიძლება ძალიან ძლიერი მოთამაშე გახდეს აშშ-სა და რუსეთს შორის.
ფარაჟი და მისი თანამოაზრეები დიდი ხანია, ყურში აწვეთებენ სახელმწიფო დეპარტამენტსა და ოვალურ კაბინეტს, რომ: „დიახ, ევროპამ უნდა გადაიღოს ტვირთი აშშ-ის დაღლილი მხრებიდან, მაგრამ ასევე, მხარი უნდა დაუჭიროთ პოლიტიკოსებს, ვინც ევროკავშირს ასუსტებს“. ეს კი უბრალოდ არ მუშაობს, ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია, და ვფიქრობ, სწორედ ამას უნდა უმტკიცებდნენ ახლა გერმანელები და ფრანგები სახელმწიფო დეპარტამენტს და პრეზიდენტ ტრამპს.
. . .
ვფიქრობ, გერმანიის მდგომარეობა ძალიან რთულია. შემთხვევითი არაა, რომ ფედერალური რესპუბლიკის სტაბილურობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ გერმანიის აღმოსავლეთიდან, ყოფილი გდრ-იდან მოდის. ეს სისტემური პრობლემაა, რომლის წინაშეც გერმანია მრავალი წელია დგას.
ამას ემატება ის იდიოტური შეცდომები, რომლებიც ანგელა მერკელმა დაუშვა კანცლერის პოსტზე ყოფნისას - უხეში შეცდომები, რომელთა შედეგებსაც გერმანია დღემდე ყოველდღიურად იმკის. პირველ რიგში, მისი სრულიად აუხსნელი გადაწყვეტილება, გაეჩერებინა ენერგიის წარმოება ბირთვული წყაროებიდან. ეს პირადად მერკელის გადაწყვეტილება იყო, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ თავადაც მეცნიერი იყო და მშვენივრად იცოდა, რომ ეს ნაბიჯი სრულიად არაადეკვატურია და არანაირი სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნდა.
ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური იყო - მიმართული გარემოს დაცვასა და კლიმატის საკითხზე მომართულ ამომრჩევლებზე. მაგრამ შედეგად მიიღო ის, რის გამოც დღეს ყველა აკრიტიკებს: გერმანია დამოკიდებული გახადა რუსულ ნავთობზე და გაზზე. ეს იყო წმინდა წყლის სიბრიყვის აქტი.
და მეორე ბრიყვული ნაბიჯი - რასაც მაშინვე ვამბობდი და რისთვისაც მაშინ მძიმედ გამაკრიტიკეს - იყო 2015 წელს მილიონზე მეტი მიგრანტის მიღება, ადამიანებისა, რომელთა შესახებ არც მერკელმა იცოდა რამე, არც გერმანულმა უწყებებმა და არც რიგითმა გერმანელებმა. მორალურად, ჰუმანურად - შეიძლება სწორი ნაბიჯი იყო. მაგრამ გეოპოლიტიკური გადმოსახედიდან კატასტროფული შეცდომა აღმოჩნდა.
. . .
This post has been edited by griankali on 12 Dec 2025, 14:23
რუსეთი უნდა დაინგრეს.