ზურა ფარჯიანის პოსტი პროპაგანდისტულ-სამხედრო თემატიკაზე

ვისაც გახსოვთ - 2014 წლის შემდეგ, რვა წლის განმავლობაში უკრაინელები ამბობდნენ, რომ რუსეთის არმიასთან უწევდათ ომი, აი პუტინი კი ამბობდა, ჩვენ რა შუაში ვართ, აჯანყებული "ტრაქტორისტები" და "მეშახტეები" ებრძვიან "უკრაინელ ნაცისტებსო".
აქვე შეგახსენებთ, რომ ზელენსკი მაშინ უბრალოდ იუმორისტი იყო. კლოუნი არასოდეს ყოფილა - კლოუნები აქ გვყავს ბლომად, "დიფ სტეიტს" ებრძვიან.
უკრაინის თემას რომ დავუბრუნდეთ.
მოკლედ უკრაინელები რომ იძახდნენ, რუსეთის არმიის რეგულარულ ნაწილებს ვეომიბითო, ამას რუსები ან უარყოფდნენ, ან "ღადაობაში ატარებდნენ".
ქვევით წარმოგიდგენთ პროპაგანდისტული სტატიას იმის შესახებ, რა მოხდებოდა, თუ „უძლეველი და ლეგენდარული“ რუსული არმია მართლა დაიწყებდა უკრაინასთან ომს.
რუსული პროპაგანდისტული ტექსტი:
„როდესაც რუსული არმია უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვა, ამას ადვილად მიხვდებით.
პირველ რიგში - ყველა უკრაინული საკომუნიკაციო მოწყობილობა, მანქანების, ტანკების და სხვა ტექნიკის აკუმულატორები სრულად განიმუხტება. იგივე მოუვათ მობილურების, სამიზნე მოწყობილობების და რადიოების ბატარეებს. შემდეგ, ყველაფერი ელექტრონული გამოვა მწყობრიდან. ელექტრული წრედები გაწყდება. უკრაინულ ტექნიკაში ყველა ძრავა ჩაქრება. აი ასე მუშაობს "ხინგანის" (Хинган) სისტემა - 20 კილომეტრის რადიუსში.
- გაითიშება ყველა სისტემა, რომელიც იყენებს თხევადკრისტალურ მონიტორებს. მწყობრიდან გამოვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ყველა სამიზნე მოწყობილობა და ყველა რადარი. ასე მუშაობს "Altair"-ის სისტემა.
- მწყობრიდან გამოვა ნებისმიერი ტიპის მართვადი იარაღი - MANPAD-ებიდან დაწყებული ATGM-ებით დამთავრებული. სროლის მცდელობისას, ჭურვები მყისიერად თვითგანადგურდებიან.
ასე მუშაობს სისტემა "Ртуть", რომელიც რუსეთის არმიის თითოეულ ბატალიონშია. მისი მოქმედების რადიუსი 15 კილომეტრია.
- უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება შეუძლებელი გახდება. ისინი ან ჩამოვარდებიან, ნავიგაციისა და ძრავის დაზიანების გამო, ან პირდაპირ რუსეთის არმიის პოზიციებზე დაეშვებიან.
ასე მუშაობს „Красуха-4“ სისტემა, რომელსაც მწყობრიდან გამოყავს თვითმფრინავებისა და სხვა საფრენი აპარატების საბორტო აღჭურვილობა. სისტემა „ავტობაზა“ კი დრონების მართვას ბლოკავს.
- მეხუთე ნიშანი იქნება არტილერიის ფენომენალური სიზუსტე, რომელიც უკრაინის არტილერიისთვის მიუწვდომელი მანძილიდან იქნება გაშვებული. რუსეთის არმიის არტილერიის დაზვერვისა და დამიზნების სადგურები თანამგზავრებისა და დრონების მეშვეობით იმართება, მოდერნიზებული ჭურვებით და თვითდამიზნების სისტემებით.
- ამავდროულად, ათობით (საჭიროების შემთხვევაში კი ასობით) უახლესი რუსული საბრძოლო ვერტმფრენი დაიწყებს უკრაინაში ყველა გზების პატრულირებას და ნადირობას "ზურგში" არსებულ ჯავშანტექნიკაზე, მატარებლებზე, ავტომობილებზე.
უკრაინის რკინიგზა პარალიზებულია, ხიდები აფეთქებულია. უკრაინაში შუქები ქრება - ყველა ქვესადგური დანგრეულია.
უკრაინელების "ზურგში" არსებული სამოქალაქო და სამხედრო შტაბ-ბინები, ასევე ცალკეული ლიდერები, ერთდროულად ნადგურდება წინასწარ ჩანერგილი ჯგუფების მიერ.
და აი მაშინ...
აი მაშინ ციდან ეშვება საჰაერო-სადესანტო ძალების და GRU-ს ასი დივიზია
ბოლო აბზაცი რუსულად გაცილებით უკეთ იკითხება - "И вот тогда... С небес спускается вата. Стопицот дивизий ВДВ и ГРУ....."
რამხელა ამბიციები ჰქონდათ...
პს აბა რას იტყვით მილიტერ სპეცებო? იცოდით ამის შესახებ?
მოსკოვი უნდა დაინგრეს.