კუპიანსკიდან არის ძალიან კარგი ამბები
სრულად მოხდა გაწმენდა პერიმეტრის და რუსების მოიერიშე ნაწილები ოპერატიულ ალყაშია
მოხდა გადაჭრა მომარაგების არტერიების
კუპიანსკში რუსების მოდღვნა, ძალიან სერიოზული სახეზე დათესლებაა პუტინზე
რადგან პირადად პუტინს “აზეიმა” გენშტაბმა მისი “აღება”
არაა გამორიცხული გერასიმოვი გადაყვეს ამას
სირსკი კი არსებული რესურსებით ბრწყინვალედ ახერხებს მენეჯმენს და წარმოუდგენელ რამეებს აკეთებს
თან ახერხებს 1 წელზე მეტი ხანი რუსის ამხელა დაწოლის გაჩერებას და უტილიზაციას პოკროვსკში
და თან აგერ კუპიანკშიც ამოდღნა რუსები
ზაპაროჟიეს მიმართულება და სივერსკი-ლიმანი რჩება რთულად
თუმცა რუსების მასირებული დაწოლის ფონზე, აქაც მაქსიმუმს ცდილობს უკრაინული მხარე
ასევე, სირსკიმ დაიწყო ბრიგადების გადანაწილების ახალი ტაქტიკა
რაც ბევრად სწორი და სამართლიანია
პრიორიტეტი იქნება მოიერიშე და სადესანტო ბრიგადებიო, რათა მაქსიმალურად მოხდეს ბრძოლისუნარიანი ნაწილების შევსება, რომლებსაც უჭირავთ ფრონტი და გამოირჩევა მაღალი ბრძოლისუნარიანობით და არა ბრიგადების რაოდენობის ზრდა