ეხლა რაც შეეხება სირსკის
სირკი არის უდაოდ ყველაზე გამორჩეული უკრაინელი გენერალი, მოსვლის დღიდან დაიწყო სასიცოცხლო რეფორმები. დააწინაურა ბრძოლაში გამორჩეული ოფიცრები, შექმნა საარმიო კორპუსები, გაზარდა მოიერიშე და სადესანტო ნაწილების რიცხოვნობა.
მაგალითად დრაპატიც მისი დაწინაურებულია, ასევე თავდაცვითი ხაზები ბევრად უფრო გაამაგრა და მოამზადა, მნიშვნელოვნად გაზარდა დრონების ოპერატორების რაოდენობა, პირადად უშუალოდ ჩადის ფრონტის ხაზზე და იქიდან მეთაურობს ოპერაციებს და ა,შ
არის რისკიანი და ხშირ შემთხვევაში სწორად ახდენს რეზერვების მართვას. ძალიან მწირი შესაძლებლობების და რუსეთის მასირებული დაწოლის ფონზე მაქსიმალურად ახერხებს რუსების შეკავებას ფრონტის ძირითად უბნებზე.
მაგალითად პოკროვსკში რუსებს აკავებს და ანადგურებს უკვე 15 თვეზე მეტია, აგერ კუპიანსკის გაწმენდა დადო. ნუ იქამდე კიევთან რა უქნა რუსებს და ხარკოვის შეტევის დროს, ესეც ვიცით. ასევე კურსკის ოპერაციისას რა მოულოდნელი დარტყმა მიაყენა რუსებს.
ეხლა კი დაიწყო ბრიგადებში სწორი გადანაწილების პროცესი, მორიგი რეფორმა.
სირკი არსებული რესურსიდან გამომდინარე მაქსიმუმს აკეთებს, პრობლემა კი სხვა რამეშია და არა სირკიში ან რომელიმე ინდივიდში. პრობლემაა ბრძოლისუნარიანი ნაწილების მწვავე დეგიციტი და ერში მორალის ვარდნა, ამ ფონზე კი ფრონტის დაჭერა არის ურთულესი საქმე, რასაც სირსკი ახერხებს სწორი მენეჯმენტითა და რეფორმებით.
ასე, რომ
მადლობა გენერალო
T100ეგრეც იქნება
ამერიკა კიდევ ერთხელ დაანახებს მსოფლიოს
სამხედრო ოპერაციის მასტერკლასს
თუ როგორ უმტკივნეულოდ უნდა ჩაატარო “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” და მიაღწიო დასახულ ამოცამებს ქირურგიული სიზუსტით
იმიტომ არის ამდენი ხანი რომ ემზადებიან და ყველაფერს დეტალებში თვლიან, სავარაუდოდ გენერალიტეტის მოთხოვნით იმპულსული ტრამპიც ელოდება ბოლომდე მომწიფებას
დარწმუნებული ვარ, CIA-ც აქტიურად ამზადებს შიდა ვითარებას, რომ გადაბარება მაქსიმალურად ხავერდოვანი იყოს
This post has been edited by DIDGORI-GEO on 13 Dec 2025, 12:47