ალექს პერეირა გახლავთ უფც მებრძოლი.
ამ ამბავს განვმარტავ
მოგეხსენებათ, ბატონი ბიძინა არის ფილანტროპი. მან ააშენა სამების ეკლესია და ჩაქვის ფილანტროპია კი არადა ფილარმონია და თავისთავად ჰქონდა მორალური უფლება, რომ აეშენებინა თავისთვის ბოტანიკურ ბაღში ბერას სტუდია და ზოოპარკი, ხოლო დასავლეთში აეშენებინა დენდროლოგიური პარკი.
საქმე იმაშია, რომ დასავლეთის განვითარებულ მდიდარ ქვეყნებში, სადაც ადამიანს აქვს საშუალება უსასრულო რაოდენობის ფული აკეთოს, იქ ეს ხალხი ბიუჯეტში რიცხავს თავისი მოგები 20 დან 40 პროცენტამდე. გააჩნია ქვეყანას.
ამ ფულით მისი ქვეყნის მთავრობა ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს და ეს ადამიანი აღარ არის ვალდებული, რომ ფეისბუქ განცხადებაში გადაიხადოს 20-20 ლარი. გარეთ რომ გადის, იქ მათხოვარს ვერ ხედავს(ასოციალი ბომჟების გარდა, რომლებსაც ნორმალური ცხოვრება არ უნდათ, რადგან ნარკოდამოკიდებულები ან ალკოჰოლიკები ანდა ფსიქიურად დაავადებულები არიან, მაგრამ იმდენად არა, რომ იძულებითი მკურნალობა მიუსაჯოს სასამართლო და ამიტომ ყრიან ქუჩაში). ამათაც კი პატრონობს სახელმწიფო.
ამ გადახდილი 20-40%ის ზემოთ ეს ხალხი მაინც იმდენს გამოიმუშავებს, რომ მაინც ბევრი ფული რჩებათ და მათ წრეში არსებობს დაუწერელი კანონი ქველმოქმედების აუცილებლობის შესახებ.
დაუწერელი კი არის, მაგრამ თუ არ განახორციელებენ რაიმე სახის საქველმოქმედო აქტს, მათ პირდაპირ მისცემენ საკუთარი წრის წარმომადგენლები შენიშვნას.
და ისინი ცალკე ეწევიან ქველმოქმედებას. აფინანსებენ პროექტებს, კვლევებს, სასწავლებლებს, აფრიკელ ღარიბ ბავშვებს
მაგალითად ჯონი დეპის და მისი ცოლის სასამართლოზე ჯონი დეპის ცოლი მოწმემ გააშავა იმით, რომ 7 მილიონის შემოწირულობას შემპირდა და ჯერ მხოლოდ სამი გადმომირიცხაო.
ის ქალი პასუხობდა, მერე უნდა გადმოგირიცხოო და ესენი დასცინოდნენ.
აქ ალბათ შეგექმნათ ოდნავი წარმოდგენა იმის შესახებ, ეკუთვნის თუ არა ბიძინა ივანიშვილს ამდენი მადლობები თავისი დარიგებული სუპების გამო.
დაგეხმარებით, არ ეკუთვნის არანაირი მადლობა.
ეს მისი ვალდებულებაა, როგორც მილიარდერის.
ქართველ მდიდრებს და ასე თუ ისე 1000-2000 ლარიან ხალხაც აქვს ამბიციები და რიცხავენ რა ეგენიც 1-2 ლარს თითო განცხადებაში და გარეთ რომ გადიან, ან ჯვარს იწერენ და მათხოვრები შემოესევიან, ისინი ამას ღმერთის წყალობად მიიჩნევენ და სიხარულით აძლევენ 10-20 თეთრს ამ ღმერთისგან გამოგზავნილ ანგელოზებს, რომლებიც მხოლოდ იმისთვის არიან იქ, რომ გამოგცადონ, აბა დაეხმარები თუ არა
თუ დაეხმარები, სამოთხეში მიდიხარ
მაგრამ ვაი რომ ჩამოჰკრა უბედურების ზარმა და უფც-ს მოჩხუბარმა ბრაზილიელმა თუ ეკვადორელმა, რომელმაც ბევრი ფული იშოვა თავისი სპორტით და მოუნდა, რომ აბა აფრიკელი ბავშვების მსგავსი ხალხი სად ვიპოვოო, რომ საქველმოქმედო ღონისძიება მოვცხოო, ადგა და საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობა არ ამოირჩია? :lol:
ბმულზე იხილავთ ლაივ აიდის ვიდეოებს
https://www.youtube.com/playlist?list=PLGjp...MJ6FLpkNk16agsHეს არის იმ დამატებითი ქველმოქმედების აქტის ერტერთი მაგალითი, რასაც ეწევა დასავლეთის ცივილიზებული მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადების გარდა.
ისინი ეხმარებიან აფრიკელ მშიერ ბავშვებს.