momo555ცქიფოleporiსერიოზულად ?
მოლდოვა და სომხეთი ხოო ?
მოდი ახლა მარტივი გაკვეთილს ჩაგიტარებთ.
ჯერ დავიწყოთ იმით, რომ სომხეთის მიერ რუსეთის უღლის გადაგდება არის მოჩვენებითი. დებილი დასავლეთს დააჯერეს, რომ საქართველოს ჩანაცვლება სომხეთით არის შესაძლებელი. როდესაც რუსეთი სომხეთისთვის მოიცლის ან ფაშინიანი ისეთი პრორუსი გახდება ქოცებსაც რომ შეშურდებათ, ან მარტივად დაასრულებენ მის მმართველობას.
მაგრამ მაგას შევეშვათ და სხვა რამეზე გავამახვილოთ ყურადღება.
აქვს თუ არა სომხეთს რუსეთთან პირდაპირი საზღვარი ?
აქვს თუ არა რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების სომხეთის და ცდილობს თუ არა მათ მიტაცებას ?
აქვს თუ არა მოლდოვასთან პირდაპირი საზღვარი რუსეთს ?
გამეცით აბა ამ მარტივ კითხვებზე პასუხები.
ასევე რუსეთისთვის ტრანზიტული ქვეყანა სომხეთი და მოლდოვაა თუ საქართველო ?
უკვე ყველა აღიარებს, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში და უდიდეს დახმარებას ვუწევთ საღორეს, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ჰაბბი ვართ რუსეთისთვის.
აქვს თუ არა სომხეთს ზღვაზე გასასვლელი ?
კავკასიის გასაკონტროლებლად სომხეთის კონტროლია საჭირო თუ საქართველოს ?
ნებისმიერმა ადამიანმა რომელსაც საშუალო დონის განათლება მაინც აქვს მიღებული და ელემენტარული აზროვნების უნარი შესწევს იცის, რომ საქართველო ამ ეტაპზე და არა მხოლოდ ამ ეტაპზე რუსეთისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მაშინ როდესაც სომხეთისგან რეალურად ვერაფერს იღებს გარდა აზერბაიჯანზე ზეწოლისა.
ახლა თევზის მეხსიერება რომ გაქვთ მინდა შეგახსენოთ უკრაინასთან ომი როგორ დაიწყო.
სანამ პრორუსული ხელისუფლება იჯდა უკრაინაში იანუკოვიჩის ხელმძღვანელობით რუსეთს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა უკრაინასთან და იმასაც გაიძახოდა პუტინი ყირიმი უკრაინისაა და ხელს როგორ მოვკიდებთო, მერე მოხდა მაიდან და აი მანდ დაიწყო ომიც.
შემდეგ როდესაც ზელინსკი მოვიდა იმან ქოცური მესიჯებით მოძრაობდა და შეგიძლიათ ეგ ინტერნეტში გადაამოწმოთ, ანუ იძახდა ზელე პუტინს შევხვდები და ამ კონფლიქტს დავასრულებო, მაგრამ მერე ზელინსკი მიხვდა, რომ მაგათთან საუბარს აზრი არ ჰქონდა და პუტინი კიდე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ უკრაინაში არჩევნებით პრორუსს კანდიტატს ვეღარ დასვამდა და დაიწყო პირდაპირი ომი.
რუსეთისთვის რომელი პროსტსაბჭოთა ქვეყნებიც მნიშვნელოვანია მათ არასოდეს იკიდებს და დასავლეთისგან განსხვავებით ჩვენი რეგიონი კარგად აქვს შესწავლილი გეოგრაფიის და სტრატეგიული კუთხით.
ვარდების რევოლუცია რომ მოიყვანა ვიღაცებმა მაგალითად, მარტო ეგ აჩვენებს როგორ ესმით ხალხის ეს დაწყევლილი პოლიტიკა
ჯერ ერთი შევარდნაძის ხელისუფლება პრორუსული არ იყო და რუსეთი ვარდების რევოლუციის წინააღმდეგი არ ყოფილა, ეგ კი არა მიშასთან დალაგებაც სცადეს, ისევე როგორც მიშამ სცადა, მაგრამ შემდეგ რომ დარწმუნდნენ მიშას ქვეყანა ჭაობიდან ამოყავდა და ყველას აჩვენა რუსეთის გარეშე შეუძლია პოსტსაბჭოთა ქვეყანას არსებობაო, მაგიტომ დაგვარტყეს 2008 და დაგვსაჯეს.
რა თქმა უნდა, რუსეთის შიშით ქოცები არ უნდა დავტოვოთ სამუდამოდ, მაგრამ მაგაზე პასუხი არის სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომი.
2008 ბუშმა და ამერიკამ პირდაპირ უთხრა რუსეთს თუ თბილისის ასაღებად წახვალო, ჩვენ თბილისს დავიცავთო და მაგიტომ შემოიყვანეს ის სამხედრო კრეისერი შავ ზღვაში და მაგით გადაგვარჩინეს, ხოდა მაშინ თუ ტრაკი ჰქონდა ამერიკას ბოლომდე არ გაეშალა ფეხები რუსეთისთვის და ამერიკის იმედად ვიყავით, დღეს აღარ ვართ- აი ამაზე მაქვს საუბარი. აგერ ტრმაპი უკრაინას აიძულებს კაპიტულაციას და რუსეთს ყველანაირად ულოკავს და ჩვენს გამო გაუბრაზება ხოო ? ამერიკის გარეშე ჩვენ რას ვშვებით ჯიგრებო ? ჰა, ხაბეთი და ჯაფართი ვამარცხებთ ხოო რუსეთს ?
ასეთ ელემენტარულ რაღაცებს ვერ ტვინავთ ბიჭო და მერე პრეტენზიები გაქვთ სხვებთან.
პოლიტიკა და არ იცით, ისტორია არ იცით, კრიტიკული ანალიზის უნარი არ გაქვთ და ყველა სიკეთესთან ერთად ეს დედააფეთქებული მე-5 კლასის გეოგრაფიაც არ იცით.
2012 რომ ქოცებს ამარცხებთ