ინგლისში ახალი "რკინის ლედი" გაიჩითა
„ქაოსის ექსპორტი რუსეთის საერთაშორისო ჩართულობის მახასიათებელია და არა შეცდომა, და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი იძულებული არ გახდება, შეცვალოს თავისი გათვლები“ — აცხადებს ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელი ბლეიზ მეტრეველი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში
ბლეიზ მეტრეველმა MI6-ის ხელმძღვანელობა ოქტომბერში გადაიბარა რიჩარდ მურისგან და ორგანიზაციის 116-წლიან ისტორიაში პირველი ქალი ხელმძღვანელი გახდა. აღნიშნული თანამდებობა საჯაროდ ცნობილია კოდური სახელწოდებით „C“