
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ოლექსანდრ სირსკი:
“ვითარება გულიაიპოლეს მიმართულებით დამძიმდა იმის გამო, რომ ტერიტორიული თავდაცვის ერთ-ერთმა ბრიგადამ ბრძოლების დროს მტრის ზეწოლას ვერ გაუძლო. იქ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. გულიაიპოლეში თავდაცვით პოზიციებს 225-ე მოიერიშე პოლკი ინარჩუნებს.
დღეისათვის ჩვენი აქტიური ფრონტის სიგრძე 1220 კილომეტრზე მეტია.
მტერი გეგმავდა ამ წელს სრულად დაესრულებინა ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ყველა მიზანი, რაც გულისხმობდა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს ოლქებისა და დნეპროპეტროვსკის ოლქის ნაწილის დაკავებას, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა- მიუხედავად დიდი დანაკარგებისა….
გარდა ამისა, ისინი გეგმავდნენ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს და ხარკოვის ოლქში, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებებზე 2022 წლის შემოდგომაზე ყველა დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებას.
ცეცხლისმიერი დაზიანების საერთო სტრუქტურაში არტილერიაზე მოდის დაახლოებით 40%. დაახლოებით 60% —არის უპილოტო სისტემების დამსახურება.
მტერმა თავისი შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების გეგმა 100%-ით შეასრულა. გეგმის მიხედვით, ეს იყო 406 ათასი ადამიანის მობილიზაცია, თუმცა მათმა დანაკარგებმა 410 ათასს მიაღწია, ცოტა მეტსაც კი.
უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადები რეფორმირდება, რათა მათ „მეორე სუნთქვა“ გაეხსნათ. ქვეითი ბატალიონების რაოდენობა შემცირდება, ხოლო დრონების ქვედანაყოფები მნიშვნელოვნად გაფართოვდება. თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, თითოეული ბრიგადა მიიღებს ორ სპეციალიზებულ უპილოტო საფრენი აპარატების ბატალიონს.
ჩვენი სარაკეტო ძალები და შორ მანძილზე მოქმედი არტილერია ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებს.
მოსკოვი უნდა დაინგრეს.