რაც შეეხება ფრონტზე არსებულ ვითარებას
ამ დროისთვის არ არის რაიმე ძირეული ძვრები და ფაქტიურად იგივე სიტუაციაა რაც აქამდე იყო
ჰულაიპოლეს შემოგარენში გრძელდება ბრძოლები და რუსებმა შეძლეს ქალაქის დიდი ნაწილის დაკავება
პოკროვსკსა და მირნოგრადშოც გრძელდება ბრძოლები, რუსები ვერ ახერხებენ მათ სრულ დაკავებას ამ დრომდე
ასევე, სივერსკის აღების შემდეგ ცდილობენ სლავიანსკისაკენ წინსვლას
კუპიანსკში კი გრძელდება უკრაინული ნაწილების მიერ წმენდის ოპერაცია
ქალაქის დაახლოებით 85% უკრაინელების ხელშია
ამ დროისთვის არაფერი განსაკუთრებული არ ხდება ფრონტზე, რუტინული ბრძოლები გრძელდება
უფრო მეტად საინტერესოა რა შიდა გადაადგილებებიც ხდება უკრაინის შიგნით
————————-
ამასობაში ვასილი მალიუკის შემცვლელი ანუ უკრაინის უშიშროების სამსახურის ახალი უფროსი(სბუ)
სავარაუდოდ მისი მოადგილე და კონტრ-დაზვერვის მეთაური სერგეი ანდრუშენკო დაინიშნება
კონტრ-დაზვერვის მეთაურის მოადგილე კი გია ლორთქიფანიძეა
რაც შეეხება მალიუკს, ის სავარაუდოდ უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნება
დავიდ ვილიაარ მგონია, რაც მანდ წერია სიმართლეს შეესაბამებოდეს
რაღა ერმაკის გაშვების მერე დაიწყო ზელემ მალიუკთან პრეტენზიების გამოხატვა?
ან რა ნაბუს მიპრესვაზეა საუბარი?
არ გახსოვს რამდენიმე თვის წინ რა წინააღმდეგობა შეხვდა ზელეს ნაბუზე და როგორ უკან მოუწია დახევა?
მაგას გადაყვაო ერმაკი და არამგონია ეგ რენტაბელური ვერსია იყოს
ასევე გაიხსენე, ზოგს უხაროდა “ერმაკზე ზეწოლა” და როგორ უნდოდა “ნაბუს დაპრესვა”
და ამ დროს მე რას ვამბობდი?
ნაბუ არის ამერიკის ხელი და ზელე თუ მაგას დაპრესავს, მეტი ძალა ექნება თქო
და ის რას ამბობდა? ზელე იმიტომ პრესავს რომ არ უნდა კორუფციები გამოიძიონ და კარგია ნაბუს რომ პრესავსო
თურმე მართალი აღმოვჩდი
ასევე, გაიხსენე რას ვამბობდი ერმაკზე, ეგ არის ზელეს საყრდენი და მისი ჩამოშორებით ზელე დასუსტდება თქო
ზოგს კი უხაროდა მისი გაშვება, ეგაა რაც არისო
აღმოჩნდა რომ ერმაკის წასვლით დაიწყო ზელეს გარშემო ამერიკისთვის მისაღები კადრებით დაკომპლექტება და შესაბამისად ამერიკის ხელში მეტი ბერკეტის გაჩენა?
ნუ რაც დასავლურ და უკრაინულ მედიაში იწერება
აშკარად პრო-ამერიკული კადრების დაწინაურებები ხდებაო
ბუდანოვიც და ფედოროვიც ასეთია
ნუ ეს ეხლა რატო ხდება, ამას რამდენიმე თვეში გავიგებთ
ვნახოთ
This post has been edited by DIDGORI-GEO on 5 Jan 2026, 00:36