

უკრაინის ახალი თავდაცვის ხაზის ანალიზი
OSINT-მკვლევარმა კლემან მოლენმა გააანალიზა უკრაინის ახალი თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობის ამსახველი თანამგზავრული ფოტოები, სურათები და ვიდეომასალა, რის საფუძველზეც პოზიტიური დასკვნები გამოიტანა:
გადასასვლელების სიმცირე: თავდაცვის ხაზს მცირე რაოდენობის გასასვლელი აქვს. მაგალითად, ერთ-ერთ მონაკვეთზე მოლენმა 16 კილომეტრზე მხოლოდ ორი გასასვლელი დათვალა.
კომბინირებული დაცვა: ხაზი ერთდროულად გათვლილია როგორც ქვეითი ჯარის, ისე ჯავშანტექნიკის შესაჩერებლად: მოლენმა დააფიქსირა მავთულხლართების 21 რიგი, სამი ანტისატანკო თხრილი და ბეტონის ნაგებობების („დრაკონის კბილების“) სამი რიგი.
სიღრმისეული ბარიერი: ასეთი სიღრმის ზღუდის გადალახვა თავისთავად სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს ნებისმიერი ძალისთვის, რომელიც მასზე იერიშს მიიტანს.
ზაპორიჟიას მიმართულება: ფრონტის ერთადერთი მონაკვეთი, სადაც ფორტიფიკაციები ჯერ კიდევ დაუსრულებელია, ზაპორიჟიას ოლქია. უკრაინელები ცდილობენ მშენებლობის დაჩქარებას, ხოლო რუსები აძლიერებენ ზეწოლას, რათა გარღვევა ხაზის დასრულებამდე მოასწრონ.
სუსტი წერტილები: პოტენციურად მოწყვლადი ადგილებია გზები, რომლებიც თავდაცვის ხაზზე გადის. თუმცა, ისინი აუცილებელია ხაზს მიღმა მყოფი უკრაინული შენაერთების მომარაგებისთვის და საჭიროების შემთხვევაში მათი უკანდახევისთვის.
კონცენტრირებული ცეცხლი: უკრაინელები აშკარად მზად არიან საცეცხლე დარტყმების გზების მონაკვეთებზე კონცენტრირებისთვის, რადგან რუსები შეტევას სწორედ იქ ცდილობენ. „მადიარის ფრინველების“ (Птахи Мадяра) ბოლო დროინდელმა ცნობილმა ვიდეომ აჩვენა, თუ რამდენად მომაკვდინებელი შეიძლება იყოს ეს ტაქტიკა რუსული ძალებისთვის.
ფარული პოზიციები: მოლენმა ასევე აღნიშნა თავდაცვის ხაზის მიღმა არსებული ფარული გამაგრებული პოზიციები, რომლებიც თავშესაფარს სთავაზობს ქვეითებსა და უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებს.
უწყვეტი ზღუდე: მკვლევარი მიუთითებს, რომ უკრაინელებმა აშკარად გაითვალისწინეს დობროპილიასთან რუსული გარღვევის გამოცდილება და ხაზს მაქსიმალურად უწყვეტს ხდიან, მათ შორის ტყიან და მდინარისპირა ზონებშიც.
რესურსების დაზოგვა: უკრაინის თავდაცვის ძალებს პირადი შემადგენლობის ნაკლებობა აქვთ, თუმცა ეს საფორტიფიკაციო ხაზი სწორედ რესურსების დაზოგვის საშუალებას იძლევა, რადგან პოზიციების შენარჩუნება უფრო მცირე ძალებით იქნება შესაძლებელი.
გარღვევის სირთულე: ცხადია, ხაზის გარღვევა შესაძლებელია ავიაციის, არტილერიისა და დრონების კონცენტრირებული დარტყმებით, თუმცა ზღუდეების 150-მეტრიანი სიგანე მრავალჯერად და ზუსტ დარტყმებს მოითხოვს.
ფორტიფიკაციების გარკვეული მონაკვეთის განადგურების შემთხვევაშიც კი, რუს შემტევებს მაინც მოუწევთ უკრაინელი დამცველების მკვრივი ცეცხლის ქვეშ გადაადგილება მის გადასალახად.
მშვენიერი წელი ექნება რუსულ არმიას
2026 წელი
კეთილი იყოს თვქენი მობრძანება
მთავარ გამაგრებულ ადგილებთან
რუსო ბოზებო