დღეს ძალიან მაგარი გამოსვლა ჰქონდა მიუნჰენში რუბიოს
მსოფლიოს წესრიგი აღარ არსებობსო და ამერიკა ცდილობს ძალის დემონსტრირებით
რაც შეიძლება მეტი მივიღოთო
აშშ და ევროპა განუყოფელიაო
ამერიკა არის დასავლეთის ფლაგმანი და უსაფრთხოების მთავარი გარანტორიო
ჩვენი ეშინია რუსეთ/ჩინეთს და ჩვენ ვართ ბოროტების მთავარი შემაკავებელი ძალაო
ევროპას მუდამ უნდა ჰქონდეს ჩვენი იმედი და ჩვენ ყველა ნატოს წევრს დავოცავთო
ყველა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს უნდა ჰქონდეს ამერიკის იმედიო
სიტყვით გამოსვლის მერე ფეხზე დაუდგნენ ევროპელი ლიდერები და ხანგძლივი აპლოდისმენტები იყო
მარკო რუბიო
ნამდვილი რეიგანისტი და მაკკეინის მოწაფე
აი ვინ გვინდა 2028-ში თეთრ სახლში
ჩათვალეთ პატარა მაკკეინია რუბიო


ignorantაბსოლუტური ტყუილია, რომ ტრამპი მხოლოდ უკრაინაზე ახდენს ზეწოლას
რეალურად, რუსეთზე გაცილებით მძიმე წნეხია
რადგან, ტრამპის მოსვლის მერე
რუსული ნავთობის ფასი განახევრდა და შემოსავლების მნიშვნელოვანი ვარდნა აქვს პუტინს
ინდოეთის ჩახსნა ხდება რუსეთისგან და მნიშვნელოვანი ვარდნა აქვს ნავთობის გატიდვაზე ინდოეთში პუტინს
დემონსტრაციულად რუსულ ნავთობის გემებს აკავებენ, რაც აქამდე არ ხდებოდა
უკრაინას უფლება მისცეს ბომბოს რუსული ნავთობის და გაზის ობიექტები, რაც აქამდე პრაქტიკულად არ ხდებოდა
ევროპას აიძულებს ბოლომდე ჩახსნან რუსული მილები
და დედას უდღნავენ რუსულ გავლენებს
ვენესუელაში, სირიაში, სამხრეთ კავკასიაში
ეხლა ირანს და კუბას მიადგა
ანუ საქმით, ტრამპი გაცილებით უფრო რადიკალია რუსეთის წინააღმდეგ და დღეს რუსეთის ეკონომიკა გაცილებით უფრო მძიმე დღეშია, ვიდრე თუნდაც 1 წლის წინ იყო
სიცილ-კისკისი და ხალიჩების დაგება კი, რეიგანიც უგებდა თქო გორბაჩოვს ხალიჩებს და თავზე ჩამოაშალა საბჭოთა კავშირი
რუსეთს კი ცალი ყბით იმიტომ უცინის, რომ მისი სიმდიდრეების დათრევა უნდათ იანკებს და ჩინეთზე ჩახსნა
და არა იმირომ, რომ რუსეთის აგენტია ვინმე ან პუტინი ამერიკას მართავს
უკრაინის მიმართ კი შეიცვალა ფაქტიურად ერთადერთი რამ
ამერიკა არ იხდის ფულს და ამ ფულს ახდევინებს ევროპას
თორე უკრაინა დღემდე იღებს უწყვეტად
ამერიკულ შეიარაღებასაც(ძველი და ახალი პაკეტები), სადაზვერვო ინფორმაციებსაც, სტარლინკსაც(რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფრონტზე) და ა,შ
რათქმაუნდა ამერიკა იზამს იმას რაც მის სტრატეგიულ ინტერესშია
მარა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთის მხარეს არის ან უკრაინას ყიდის ვინმე
რუსეთს ყველაზე დიდ დარტყმას ამერიკა აყენებს, უკრაინას ყველაზე დიდ დახმარებას ამერიკა უწევს და ზოგადად დასავლეთის უსაფრთხოების გარანტორი არის ამერიკა
This post has been edited by DIDGORI-GEO on 14 Feb 2026, 17:08