ამ სტატუსის დამწერს ვეთანხმები.
ალბათ ყველას გვახსოვს ბავშვობიდან სხვადასხვა დეტექტიური რომანები და ფილმები სახელად "სუფთა ინგლისური მკვლელობა, ან "სუფთა ფრანგული მკვლელობა", და ა.შ.
ის ტრაგედია, რაც თავს დაატყდა ამ ოჯახს, არის სუფთა ქართული, ანდა უფრო გრუზინული მკვლელობა. სრულიად უაზრო, არაფრის გამო, რაღაც პატარა გაუგებრობის ან თუნდაც კონფლიქტის გამო, რომელიც ნორმალურ ქვეყანაში დასრულდებოდა 5 წუთიანი წაკინკლავებით.
ეს რაღაცა ეროვნული უბედურებაა, რომელსაც ვერაფერმა ვერ უშველა. სააკაშვილის პერიოდში, როდესაც კრიმინალი ნულოვანი იყო, ეს ყოფითი მკვლელობები გრძელდებოდა ჩვეულებრივად, ვითომც არაფერი.
ეს რაღაცა თანდაყოლილი დეფექტია, რომელის ვერა და ვერ მოსცილდა ქართულ სოციუმს.
ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რამ გამოიწვია ეს საშინელი ფენომენი - "მკვლელობა შელაპარაკების გამო".
ალბათ რამდენიმე მიზეზია - ზოგადი დეგრადაცია და გახწნა, უაზრო ამბიციურობა და ამპარტავნება, რომელიც იწვევს იმას, რომ "ყველას ყველაფერზე პასუხი უნდა მოსთხოვო".. ასევე ამას ასწავლის ქურდულიც, რომელიც გახდა ქართველი ერის დეგრადაციის გზაზე ბოლო, საკონტროლო გასროლა.
თუმცა, ეს ზოგადად. კონკრეტულად კი ამ შემთხვევაზე - გამაოცა იმ სულიერად და ხორციელად დაავადებული დეგრადანტების მშობლების რეაქცია.
აქამდე გულუბრყვილოდ მეგონა, რომ ისინი შეეცდებოდნენ ჩუმად იყვნენ, დაიმალებოდნენ სადმე სოროში, არავინ რომ არ დაინახოს..
გასაგებია, სამართლებრივად ისინი პასუხს არ აგებენ, ,მაგრამ მორალურად - ასეთი ნაძირალა-ახვარი რომ გაზრადე - ადამიანურად შენც აგებ პასუხს, და როგორც მინიმუმ თავი არსად არ უნდა გამოყო.
თურმე სადა ხარ!!!! გამოდიან კი არა, ისევ იმ უბედურ ბიჭს აბრალებენ ყველაფერს, ჰყოფნით თავხედობა გამოძვრნენ და კიდევ აქეთ ჭკუა დაგვარიგონ.
სურათი მარტივია, და არანაირი სპეკულირება "ბავშვობაზე" არ გაჭრის - ის ბიჭები უყვნენ თავში ავარდნილი სრულიად დეგრადირებული მოქურდო-მოძველბიჭო ნაძირლები, აი ის გოგო კი - განსაკუთრებული სისაძაგლეა.
ყველას გვყავს ალბათ ნაცნობი გოგოები, რომლებსაც მოსწონთ რომ ბიჭები მათ გამო ჩხუბობენ. როგორც წესი არიან ძალიან ბოროტები და პრიმიტიულები, და ვინ დაითვლის მათი ენების ყრანტალს რამდენი ბიჭი შეეწირა.
ეხლა მეტყვიან - "საქმის არსი არ იცი, და წინასწარ დასკვნებს რატომ აკეთებ?".
კი ბატონო, საქმის არსი არ ვიცი, მაგრამ ქართველი დერგადანტები ვიცი, და საღი აზრიც შემრჩა,
სულ რომ არაფერი არ ვიცოდე - ჩემთვის საკმარისია, რომ ერთ მხარეზე იყო წესიერი ბიჭი, მათემატიკის მასწავლებელი, მეორეზე სულიერად და ხორციელად დაავადებულ ნაბიჭვართა ხროვა.
არ არსებობს არანაირი გამართლება. მათ უნდა ხეხომ ნარები მათი უბადრუკი სიცოცხლეების ბოლომდე.
მე არ ვიცი კანონი. მე ვიცი სამართლიანობა.
https://www.facebook.com/share/p/185tN6aBFG/