#62414616 · 28 Dec 2025, 11:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გავაგრძელე საქართველოს ისტორიის შესახებ "ცოდნის არქეოლოგიის" სატელევიზიო ციკლი. მე და გიორგი ახალკაციშვილმა ორი საუკეთესო ეპიზოდი შევქმენით, ვაპირებთ ერეკლემდე ამოვიდეთ, მე მიმაჩნია რომ საუკეთესოა რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ნახვის ციფრები ხარისხს არ ემთხვევა
პირველ ეპიზოდში ვისაუბრეთ თემირ ლენგის ლაშქრობებზე და გიორგი მეშვიდეზე, ამ ეპიზოდს ირონიულად დავარქვი "აბა ომი გინდათ?" გრუზინების ნერვი იქნებ როგორმე შემეტოკებინა, მაგრამ საუკეთესო თავდაცვა ხომ კონტენტის იგნორირებაა, ამაში ჩემპიონები ვართ
ეპიზოდში ვისაუბრეთ:
თემურ ლენგის რვა შემოსევა და ერთი მეფის გაუტეხელი ნება. რატომ არ „დაულაგდა“ გიორგი VII მსოფლიო დამპყრობელს? იყო თუ არა ეს პოლიტიკური თვითმკვლელობა, თუ ერთადერთი გზა გადასარჩენად?
მეორე ეპიზოდი კი მიეძღვნა საქართველოს დაშლას, ალექსანდრე დიდის მმართველობას, გიორგი მერვეს კონსტანტინოპოლის დაცემას და ჩვენს 5 საუკუნოვან იზოლაციას.
ორივე ეპიზოდი არის გაკვეთილი დღევანდელი მარაზმის ასახსნელად მაგრამ ღრუზინმა წიგნის კითხვა არ იცის, ვიდეო ჩაგიწერეთ რომ იხილოთ, არა საახალწლო პროგრამაზე აქვს გადართული, ამასობაში სამშობლოს ვკარგავთ....
--------------------
ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო! გამოიწერე:https://www.youtube.com/@VeritaForYou
|