საქართველოში 2025 წელს ყველაზე პოპულარული შემსრულებელი რუსული ჰიპ-ჰოპ დუეტი Miyagi & Andy Panda იყო. დუეტმა, რომელმაც 2013 წელს ჩამოყალიბდა და რუსული R&B სცენის პროექტად ითვლება, იუთუბზე საქართველოდან წელს 35,7 მლნ ნახვა მოაგროვა.
იუთუბ სტატისტიკა, რომელიც ლოკაციის მიხედვით აჯამებს, რომელ რეგიონში ვის უსმენდნენ წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად, მოწმობს, რომ პოპულარული არტისტების სიაში მეორე ადგილს ჭოხოები - 25.7 მლნ ნახვით იკავებენ.
2025 წელს საქართველოში 10 ყველაზე პოპულარული შემსრულებელი იყო:
Miyagi & Andy Panda - 35.7 მლნ ნახვა;
ჭოხოები - 25.7 მლნ ნახვა;
ჯგუფი "მირაჟი" - 22.4 მლნ ნახვა;
დუეტი "ლეონი" - 20.9 მლნ ნახვა;
IV დასი - 19.8 მლნ ნახვა;
ჯგუფი "33ა" - 19.5 მლნ ნახვა;
ნინო ჩხეიძე - 18.3 მლნ ნახვა;
ნიაზ დიასამიძე - 17.2 მლნ ნახვა;
ზურა ბენიაიძე - 16.1 მლნ ნახვა;
ჯგუფი "ურსა" - 16 მლნ ნახვა
https://www.ambebi.ge/article/337011-rusuli...S2-5aqRL3-vvD3A