გუშინ, ხალხი ლაპარაკობდა ბაზარში. ნაცების და დიიფსთეითის ამბავიაო. სინამდვილეში, არანაირი რომანოვ-ფარცხალაძე არ არსებობსო. თავიდან ბოლომდე გამოგონილი მითიაო. ნაცების მოთხოვნის საფუძველზე, AI ტექნოლოგიებით შეიქმნა, მარია კალასის და ევროპარლამენტის სხვა წევრების პირადი ჩარევითო. სადღაც ალბანეთის ცილიკონ ველზე.
მსგავსს შემთხვევას ქონდა ადგილი აშშ-შიც. რაც ცნობილია სახელწოდებით - "ძაღლის კუდის ქიცინი". როგორც ეხლა ნაცები და ევროკავშირი ცდილობს ამ AI ტექნოლოგიებოთ შექმნილი, გამოგონილი, არ არსებული რომანოვ - ფარცხალაძით გადაფაროს სააკაშვილის მრავალცოლიანობა. თითქმის იგივე მოხდა იქაც. და შემდეგ ჰოლივუდის ჩარევით, დადგეს მედია ომი ალბანეთსა და იუგოსლავიას შორის. რასაც სინამდვილეში ადგილი არ ქონია. იყო ფეიქი.
ნუ, ყოველ შემთხვევაში, ბაზარში ხალხი ასე ფიქრობს, ამას ლაპარაკობს. ამ ყველაფრით ებრძვიან სუვერენიტეტს, მაგრამ ჩალის ფასი აქვსო. ერთმა გამყიდველმა დაამატა - ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ პაპუაშვილთან ყველა ტყუისო.


.