გრეჰემის განცხადება ირანზე:
"გააგრძელეთ პროტესტი, დახმარება გზაშია. თუ ეს რეჟიმი კვლავ იარსებებს მას შემდეგ, რაც ჩვენ მას" დენიდან გამოვრთავთ", წინ 100 წლიანი ქაოსი გველოდება. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეასრულებს იმას, რისი პირობაც მან დადო. თუ ისლამისტების რეჟიმი დაემხობა, მასთან ერთად გაქრება ჰამასი, ჰეზბოლა და ჰუსიტები — ყველა მათგანი. ეს იქნება ყველაზე დიდი ცვლილება ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ.
პროტესტის მონაწილეები უკეთესი ბირთვული შეთანხმებისთვის კი არ იბრძვიან, არამედ იბრძვიან უკეთესი ცხოვრებისთვის. თუ ისინი გაიმარჯვებენ, ჩვენ მოგვეცემა შანსი ირანელ ხალხთან ვიმეგობროთ. აიათოლა კი არასოდეს იქნება ჩვენი მეგობარი, ეს უბრალოდ შეუძლებელია."
" დახმარება გზაშია"ნიშნავს დარტყმებს იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ირანელ ხალხს კლავს. გააფრთხილეთ ეს რეჟიმი - ჩვენ არასდროს დავიხევთ უკან, დაახრჩვეთ მათი ეკონომიკა და ის დაემხობა. ძალაუფლებას ხალხი ჩაიგდებს ხელში.
პრეზიდენტო ტრამპ, თქვენ ეს შეგიძლიათ. იმედი მაქვს გააკეთებთ კიდეც. და თუ ამას იზამთ — თუ ამას მართლა გააკეთებთ — ეს იქნება რეიგან პლუსი.
თუ ეს ხალხი გაიმარჯვებს, ისინი სავარაუდოდ ჩვენი მეგობრები გახდებიან. აიათოლა კი არასოდეს იქნება ჩვენი მეგობარი. თუ ჩვენ მხოლოდ ვილაპარაკებთ და არაფერს გავაკეთებთ, ასწლიანი ქაოსი გვექნება.ამერიკის ავტორიტეტი კი ნულამდე დაეცემა."
* * *
პიტერ ჰეგსეტი ირანს აფრთხილებს:
"პენტაგონი სრულ მზადყოფნაშია, რათა იმოქმედოს თუ თეირანი ამერიკასთან ბირთვული პროგრამის მოლაპარაკებებზე უარს იტყვის.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია თავიდანვე მკაფიო იყო, ისევე როგორც ოპერაცია 'Midnight Hammer'-მდე - ირანს არ ექნება ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა და არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
მათ შეუძლიათ ან აწარმოონ მოლაპარაკებები ამ მიმართულებით, ან ჩვენ გვაქვს სხვა ვარიანტები - სწორედ ამისთვის არსებობს პენტაგონი.
სამხედრო მოქმედება არ არის სასურველი გზა, თუმცა ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. პრეზიდენტს არ სურს ამ გზით წასვლა, არც მე მსურს, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა ვიყოთ მომზადებულები და რა თქმა უნდა, ვართ კიდეც."
"ცაჰალი რამოდენიმე შესაძლო სცენარისთვის ემზადება - ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად და მუდმივ მზადყოფნაში მრავალ ფრონტზე მიმდინარე ომში გადამწყვეტი მოქმედებების განსახორციელებლად." - ეიალ ზამირი, ისრაელის გენშტაბის უფროსი.
ისრაელიც და ამერიკაც ირანზე ფართომასშტაბიანი იერიშებისთვის ემზადებიან
მაშინ, როცა ამერიკა ირანთან თითქოს და მოლაპარაკებებისთვის ემზადება:
ისრაელს მიაჩნია, რომ ეს დიალოგი საბოლოოდ მაინც უშედეგოდ დამთავრდება. აქედან გამომდინარე კი თელ-ავივი ემზადება იმ სცენარისთვის, რომლის დროსაც ამერიკა ირანზე მასირებულ იერიშებს მიიტანს.
ისრაელის შეფასებით, ამერიკული იერიში ძალიან ვრცელი და ყოვლისმომცველი იქნება, ისრაელის უსაფრთხოების წყაროებმა გამოცემა Walla News-ს განუცხადეს, რომ ისრაელი და ამერიკა სამხედრო კოორდინაციის უპრეცედენტო დონეზე მუშაობენ ირანზე შესაძლო ფართომასშტაბიანი თავდასხმის წინ.
მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად დიპლომატიური მცდელობები გრძელდება.
სამხედრო კორესპონდენტ ამირ ბოჰბოტის ინფორმაციით, ამერიკა სრული ძალებით და მაქსიმალურად - გადამწყვეტად ემზადება ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე ძალზე დიდი შეტევისთვის.
ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, ვაშინგტონი ისრაელს მრავალგანზომილებიან ინტეგრირებულ მოკავშირედ განიხილავს, რაც მოითხოვს ერთობლივ დაგეგმარებას, როლების მკაფიო გადანაწილებას და სცენარების ერთობლივ მართვას.
ისრაელის წყაროების თქმით, ეს დაგეგმარება განსხვავდება წარსული კონცეფციებისგან, რომელთა მიხედვითაც საწყის დარტყმებს ისრაელი განახორციელებდა. ამჯერად გეგმის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, ოპერაციას სათავეში ამერიკა ჩაუდგება თავისი სრული სამხედრო ძალებით, ხოლო ისრაელი იმოქმედებს, როგორც სტრატეგიული მოკავშირე უფრო ფართო სამხედრო კამპანიის ფარგლებში.
New York Times-ის ინფორმაციით, ირანი მზადაა შეაჩეროს ან დახუროს თავისი ბირთვული პროგრამა დაძაბულობის შესამსუბუქებლად, თუმცა უპირატესობას ანიჭებს ამერიკის მიერ მხარდაჭერილ გეგმას რეგიონული ბირთვული ენერგიის კონსორციუმის შესაქმნელად.
ოფიციალური პირების თქმით, ალი ლარიჯანიმ ცოტა ხნის წინ ვლადიმერ პუტინს აიათოლა ალი ხამენეის წერილი გადასცა, რომელშიც ირანის გამდიდრებული ურანის რუსეთში გაგზავნას სთავაზობდა, როგორც ეს 2015 წლის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული.
თეირანში ჯანატის საკმაოდ მსხვილი ბაზარი ცეცხლის ალშია გახვეული.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ აალება რამ გამოიწვია.
https://t.me/worldmilitary12345/76376