ყველაფერი იწყება თავიდან და არა შუიდან ან მით უმეტეს ბოლოდან
აქ გინდათ ბოლოდან დაწყება
ეგრევე შტურმით აღება და დამხობა, თან თვითონაც არ ხართ მაინც და მაინც წინა ხაზზე მდგომები (როგორც ფაქტს ისე ვწერ და მიზანი არ არის ვინმეს დამცირება).
სანამ ირანელი ხალხის თაყვანზე გადახვალთ მანამდე გაიხსენეთ რო თითქმის 50 წელია ეგ რეჟიმი აზით მაგათ. ეგ არის რეჟიმი, რომელიც პატარა ბავშვებს ტვინს ურეცხავდა ომის დროს და დანაღმულ ფრონტზე აგზავნიდა ასაფეთქებლად იმ მიზნით, რომ მერე ზრდასრული ჯარისკაცები არ დაეკარგათ

ეს აქვს გამოვლილი ირანელ ხალხს (და თან კაი ხნის წინ) სანამ ქალაქების აღების კონდიციამდე მივიდოდა.
+ ისიც არ ვიცით როგორ დასრულდება, ისევ თუ ჩაახშო ხამენეიმ მერე?
ხოდა რეჟიმის ცვლილებამდე რო მივიდეთ, ჯერ უნდა გავფართოვდეთ
მერე უნდა გადავლახოთ რაღაც მომენტი გონებაში. საღამოს აქციაზე ვიდგეთ და დილით ვენდისში ვჭამდეთ არ გამოდის.
და სანამ მშვიდობიან აქციებს დაგმობდეთ, თავად ქვები ხომ არ გისვრიათ?
რატომ?
ზუსტად იმ მიზეზით რატომაც მე არ მისვრია.
რატო უნდა გადავიდე რაიმე ტიპის ესკალაციაზე როცა ზუსტად ვიცი მე დამიჭერენ და სხვები მაქსიმუმ 2 კვირაში სახლებში წავლენ.
თქვენ (დიდი ნაწილი) ხო ეგრე მოიქეცით? ხო სახლებში წახვედით როცა დაიჭირეს 1 წლის წინ ხალხი? თქვენ თუ არა თქვენი ახლობლები ხო წავიდნენ? ჩემები წავიდნენ

გაცილებით იაფად შეგვეძლო გამოსვლა 1 წლის წინ, მაგრამ პროტესტის უდიდეს ნაწილს 10 დღეზე მეტი გადაბმულად დგომა არ გამოუვიდა, დავიღალეთო, ექშენი არააო, რა აზრი აქვსო.
ამის ფასს ეგენი არ იხდიან, იხდიან ისინი, რომლებიც დააკავეს და კიდე დააკავებენ, დააჯარიმეს ან დააჯარიმებენ, ანუ ის ხალხი ვინც დღემდე პროტესტშია რაიმე ფორმით მაინც.
ამიტომ, რაც მეტი დრო გავა მით უფრო ჩაბეტონდება სისტემა, მით უფრო რთული გახდება მაგათი მოშორება და მით მეტი სისხლი დაიღვრება თუ ტრაკი არ ავწიეთ.
კვირაში 1 საათი ფილარმონიიდან პარლამენტამდე სიარული ეზარებოდეს ადამიანს მარა ავტომატებზე იწეოდეს არასერიოზულია.
პ.ს. ვინც იტყვის აზრი არ აქვს მშვიდობიან აქციას და მაგიტო არ გამოდის ხალხიო
4 ოქტომბერს რა ქნეს მაგათმა?

ამიტომ, ჯერ მშვიდობისას მოვგროვდეთ და მერე იქნებ არც დაგვჭირდეს "ომი"