ძალიან ბევრი სახის ვიზა კატეგორიაა, ძირითადად იყოფა საემიგრაციო და არა საემიგრაციო ვიზებად.
არა საემიგრაციო ვიზებია a1,b1,b2,c,e2,o1,l1,j4,h1b და ასე შემდეგ, ხოლო საემიგრაიცო ვიზებია eb1,eb2,eb3....eb1000
საემიგრაციო ვიზას მეტსახელად ეძახიან გრინქარდს ფერიდან გამომდინარე. გრინქარდის ბევრი ვარიანტი არსებობს როგორც ზემოთ ავღნიშნე, მათ შორიეს ერთ-ერთია DV lottery ანუ გრინქარიდს ლატარია.
გრინქარდის გათამაშების ლატარია ამერიკაში გაუქმდა რაც ძალიან კარგია, რადგანაც სხვა კატეგორიებს მიეცა ამოსუნთქვის საშუალება.
სამწუხაროდ სხვა სახის გრინქარდების შესახებ საქართველოში ძალიან ცოტამ იცის და ვინც იცის ფაქტიურად ყველამ მიიღო გრინ ქარდი, მთავარია სწორად მოიქცე და სწორად შეავსო აპლიკაცია.
ამ მომენტისთვის ყველანაირი სახის გრინქარდის აპლიკაცია შეჩერებულია 75 ქვეყანაში მაგრამ ჯერ არსად წერია ამ სიაში არის თუ არა საქართველო.
თუმცა რომც იყოს ეგ დიდ გავლენას არ მოახდენს ჩვენზე, რადგანაც გრინქარდის ლატარიის გარდა სხვა სახის გრინქარდებს საქართველოში ფაქტიურად არავინ ხმარობდა.
როგორც უკვე დავწერე ეს შეზღუდვა არ ეხება არა საემიგრაციო ვიზებს როგორიც არის a1,b1,b2,c,e2,o1,l1,j4,h1b
1. დიპლომატიური
2. ტურისტული
3. სამკურნალო
4. ბიზნეს
5. საინვესტიციო (ძალიან მაგარი კატეგორიაა და არავინ იცის როგორ მუშაობს ერთეულების გარდა) - მუშაობის უფლება
6. ექსტრა ორდინალური - მუშაობის უფლება
7. კომპანიის შიდა ტრანსფერი - მუშაობის უფლება
8. სასწავლო - სეზონური სამუშაო
9. სამუშაო ვიზა
საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნა მოდის ტურისტულ და ბიზნეს ვიზებზე. e2 ვიზის არა თუ აღება არ იცის ხალხმა საელჩოს თანამშრომლებს დაავიწყდა როგორ გაიცემა

))
სანამ ვინმე მეტყვის რომ რაში მაინტერესებს ამის ცოდნაო ან რა აზრი აქვს ვინ მომცემს ვიზასო...
ძალიან ხშირად არ ცოდნის გამო შევსებული ბიზნეს ვიზა ქენსელდება და სწორი კატეგორია რომ შეევსო მიიღებდა ლეგალურად მუშაობის უფლებას.
პირადი გამოცდილებით გეუბნებით რიგებიც არ არის ამ სხვა ვიზა კატეგორიებზე, უბრალოდ პადვალში გახსნილ სავიზო ბიუროებმა არ იციან ამის შესახებ.
This post has been edited by AIX-500 on 15 Jan 2026, 00:52