ეხლა კი რატო იყო ამერიკა ასე დაინტერესებული გრელანდიით და რატომ არის მისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი გრელანდიაზე სტრატეგიული კონტროლის დაბრუნება, რასაც მიაღწევს ამ შეთანხმებით:
გრენლანდია ბოლო პერიოდში გეოპოლიტიკური ინტერესების ცენტრში რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზის გამო მოექცა
1. არქტიკაზე კონტროლი და რუსეთის ფაქტორი-
რუსეთი ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი უკრაინის ომამდე აქტიურად ახდენდა თავისი ჩრდილოეთ სანაპიროების მილიტარიზაციას და ხსნიდა ძველ საბჭოთა ბაზებს. გრენლანდია კი არის ერთგვარი „კარიბჭე“ არქტიკაზე. ვინც აკონტროლებს გრენლანდიას, ის აკონტროლებს საჰაერო და საზღვაო გზებს ჩრდილოეთ პოლუსსა და ატლანტის ოკეანეს შორის.
2. GIUK-ის გასასვლელი (გაერთიანებული სამეფო, ისლანდია, გრენლანდია)—-
ეს არის სტრატეგიული საზღვაო დერეფანი. თუ რუსულ წყალქვეშა ნავებს ატლანტის ოკეანეში გასვლა მოუნდებათ, მათ სწორედ ამ ზონაში უნდა გაიარონ. ამერიკული საზღვაო-საჰაერო ბაზები გრენლანდიაში კი საშუალებას იძლევა, რომ ეს მოძრაობა სრულად გაკონტროლდეს.
3. კლიმატის ცვლილებისა და ყინულის დნობის გამო, ჩრდილოეთის საზღვაო გზა სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ეს გზა აზიასა და ევროპას შორის მანძილს მნიშვნელოვნად ამცირებს. აშშ-ს სურს, რომ ეს ახალი „სუეცის არხი“ ვაშინგტონის კონტროლის ქვეშ იყოს.
4. კრიტიკული რესურსები და წიაღისეული—
გრენლანდია მდიდარია ისეთი იშვიათი ლითონებით, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის, ელექტრომობილებისთვის და იარაღის წარმოებისთვის. ამჟამად ამ ბაზარს ჩინეთი აკონტროლებს, ამიტომ დასავლეთისთვის გრენლანდიის რესურსები „ენერგეტიკული დამოუკიდებლობის“ საკითხში მნიშვნელოვანი დანამატია.
5. ჩინეთის ექსპანსიის შეჩერება—-
ჩინეთი ცდილობდა გრენლანდიაში აეროპორტებისა და სამთო-მოპოვებითი ინფრასტრუქტურის აშენებას (ე.წ. „პოლარული აბრეშუმის გზა“). აშშ-ის გააქტიურება მიზნად ისახავს ჩინეთის გავლენის დაბლოკვას ამ რეგიონში…. ამ საკითხზე - ქვევით მოგიყვებით დეტალურად
„კვიპროსის მოდელი“ გრენლანდიის კონტექსტში ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს ექნება არა უბრალოდ იჯარით აღებული ბაზა (როგორც აქამდე იყო ტულეს ბაზის შემთხვევაში), არამედ სრული სუვერენიტეტი კონკრეტულ მიწაზე. ეს მათ საშუალებას მისცემს, განათავსონ ნებისმიერი ტიპის შეიარაღება დანარჩენი გრენლანდიისგან დამოუკიდებლად და ფაქტიურად სრულად გააკონტროლოს არქტიკის ის ნაწილი, სადაც გრელანდიაა.
AGENT007უმეტესობას ჩემით ვწერ, მიყვარს ანალიზების კეთება და მერე მომავალში ნახვა
თუ რამდენად დაჯდა
ერთგვარი ჰობი არის
ზოგჯერ ვწერ, სანდო ექსპერტების ანალიზებს, რომლებიც მაღალი სიზუსტით გამოირჩევიან და ანალიზის უნარით
გროკს და გემინს, მხოლოდ ფაქტების სანახავად ვიყენებ
ციფრები, ისტორიული ფაქტები და ა,შ
მაგათ ანალიზს არ ვენდობი არასოდეს.
ჩატჯიბიტის საერთოდ არ ვიყენებ, რადგან ულტრა-ლიბერალების არის
პ.ს მოიცა, რატო არ შემოგიშვებენ?
ამერიკის ვიზა თუ გაქვს და დარღვევა არა, რატო არ უნდა შემოგიშვას?
მეტი დარდი და საქმე არ მაქვს
რუსეთუმეები ამერიკაში ვაგულავო ან ენერგია დავხარჯო მათზე
რუსეთუმები გნაც ელი
როსტოვში და ტომსკში
მაგათ რა უნდათ ამერიკაში ან ევროპაში
ციმბირს არ უნდა გააცდინო