PING
MISANTHROPE ENGINEER

        
ჯგუფი: Members
წერილები: 34602
წევრი No.: 21676
რეგისტრ.: 15-July 06
|
#62437052 · 16 Jan 2026, 11:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„კობახიძის განცხადებას, მკაცრი პასუხები არ მოჰყოლია სუპერმარკეტების ქსელებისგან, ჩუმად არიან - ეს ნიშნავს, რომ არიან შიშში“ - სურსათის ფასების შესახებ საუბრისას რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა ბესიკ დონაძემ განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გადასახადების შემცირება არ მოხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიზნესმა სურსათის ფასების შემცირება საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე უნდა განახორციელოს, ბიზნესი კი საკითხს დუმილით ხვდება.
ბესიკ დონაძე ამბობს, მსხვილი სუპერმარკეტების ქსელების მფლობელებს აქვთ სხვა ბიზნესებიც. მისი თქმით, შესაძლოა, ბიზნესმა სურსათის ფასების შემცირება მოგების ხარჯზე უზრუნველყოს, ეს დანაკლისი კი სახელმწიფომ ბიუჯეტიდან დაუკომპენსიროს, რაც რეალურად, კვლავაც მოქალაქეების გადასახდელი იქნება.
„საკითხი დგას შემდეგნაირად - კობახიძემ, როგორც სადისტრიბუციო, ასევე სუპერმარკეტების ქსელების მეპატრონეები დაადანაშაულა კარტელურ გარიგებაში. კობახიძე არ არის ჩვეულებრივი მოქალაქე, მის თითოეულ სიტყვას აქვს დიდი მნიშვნელოვანია და ამ ადამიანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, იყოს კარტელური გარიგება. ამ ადამიანმა თქვა, რომ ფასნამატი არის ძალიან მაღალი და შესაძლებელია რომ დაბალი იყოსო. ძალიან მარტივად რომ გაიგოს ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა საკითხი ჩავშალოთ.
კობახიძის ეს განცხადება ზეპირი ხომ არ იყო, შემოსავლების სამსახურიდან ამოიღებდა ნებისმიერი კომპანიის ინვოისებს, საბაჟომდე რამდენი იყო, შემდეგ რამდენი მოემატა, რამდენი გაყიდეს, ხარჯი რამდენი ჰქონდათ, ზარალი რა იყო და ა.შ. ეს თემა სანამ ვიდეოს ჩაწერდა, თავიდან ბოლომდე აქვს დამუშავებული. ასევე, კარტელურ გარიგებაში დადანაშაულების შემდეგ, მოაყოლა შემდეგი განცხადება, რომ გადასახადები არ შემცირდება, ისე უნდა დააკლონ ფასებიო.
მოდით განვიხილოთ, როგორ ხდება ფასის დაკლება: ადგილზე მყოფ დისტრიბუციებსა და მარკეტებს შეუძლიათ თუ არა ფასის ცვლილებაზე ზემოქმედების მოხდენა. პირველი, სადისტრიბუციო კომპანიებს არ შეუძლიათ შეცვალონ საზღვარგარეთ არსებული ნედლეული ფასი საბაჟომდე. იმ ფასს ხომ ვერ მოაკლებს, რაც გადაიხადა ამ პროდუქტში. შემდეგ ამ ფასს ამატებს საქართველოში არსებულ გადასახადებს, საწვავის ფასს და თავის მოგების ფასს. მაღაზიამდე რომ მოიტანა, გაითვალისწინა ყველა გადასახადი, ხარჯები და მოგება. ვისგანაც იყიდა, იქ ფასს ვერ ცვლის, მთავრობა ეუბნება, რომ გადასახადებს ვერ დაგიკლებ, ერთადერთი რაც შეუძლია, შეუძლია მოიკლოს მოგება. თუ აქვთ 5 ლარის მოგება, კობახიძე ეუბნება, რომ ახლა უნდა ნახო 3 ლარის მოგება და 2 ლარი მოიკლოო. იგივე არის სუპერმარკეტებთან დაკავშირებით. სუპერმარკეტიც დებს თავის მოგებასა და ხარჯებს. ამ ხარჯებში გათვალისწინებულია გადასახადები. რადგან გადასახადები არ შემცირდება, უნდა მოიკლონ საკუთარი მოგება.
კობახიძის განცხადებას, მკაცრი პასუხები არ მოჰყოლია სუპერმარკეტების ქსელებისგან, თუ არ ჩავთვლით თითოოროლა სადისტრიბუციო კომპანიას, სხვები ჩუმად არიან. ეს ნიშნავს, რომ არიან შიშში. კობახიძემ ბურთი გადაიტანა ბიზნესის მხარეს, თქვა რომ არც გადასახადებს არ ვაკლებთ და ფასები უნდა დააკლოთო. არც ერთი ბიზნესის წარმომადგენელი არ გამოდის და არ ამბობს, რომ შესაძლებელია ეს თუ შეუძლებელია. ბიზნესმა თავის მხრიდან პასუხი ხომ უნდა გასცეს. არც ერთმა მსხვილმა სუპერმარკეტის ქსელმა არ გასცა პასუხი. მოსახლეობამ ხომ უნდა გავიგოთ, ამ ორ მხარეს შორის ვინ მანიპულირებს - ბიზნესი გვატყუებს თუ კობახიძე.
როგორ შეიძლება განვითარდეს ეს მოვლენები - თუ მიმწოდებელი ფასს არ ცვლის, თუ გადასახადები არ შემცირდება, გამოდის, რომ მოგების ხარჯზე უნდა დააკლონ კომპანიებმა. „ქართული ოცნების“ კორუმპირებული ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ასეთი სქემაც გაითამაშონ, რომ კომპანიებს უთხრან, რომ მოგების ხარჯზე დააკელით ფასი და დანაკლისი დაუკომპენსირონ სახელმწიფოსგან. ახლა როგორ? ამ ადამიანებს სუპერმარკეტების გარდა სხვა ბიზნესებიც აქვთ და სახელმწიფოსგან შეუძლიათ მიიღონ მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები, სამშენებლო ნებართვები... „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, მოგებიდან დაათმობინოს გარკვეული პროცენტები, ოღონდ ეს მოგება შესაძლოა, სხვა ფორმით დაუკომპენსირონ ისევ ბიუჯეტიდან ისევ ჩვენი ქონებით. მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება შემცირდება, ოღონდ ირიბად ისევ ჩვენს ხარჯზე.
ჩვენ ხომ გვახსოვს, „ქართული ოცნება“ რომ მოვიდა ხელისუფლებაში, დენის ფასს რომ დააკლეს 0.003 ლარით, იმის გადასახადი 400 მილიონი (ინტერრაოს საქმე) ახლა დაგვედო. 0.003 ლარით რომ დააკლეს ფიზიკურადაც ვერავინ იგრძნო ეს ფასის კლება, მაგრამ მაშინაც გაუხარდათ, პროპაგანდა იყო ასეთი... მაშინ რომ ის ფასი დააკლდა, ახლა 400 მილიონი გვაქვს გადასახდელი - მაინც ვიხდით ახლა ამ ფულს. ასე რომ, ფასების საკითხი არ არის ასე მარტივად განსახილველი“, - განაცხადა ბესიკ დონაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. 24 დეკემბერსვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. 2026 წლის 5 იანვარს კი სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა.
--------------------
10111100.10000001.11110000.00011111
I M M O R T A L
|