#62450412 · 27 Jan 2026, 16:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | temotab
QUOTE მაგეებს ყველაფერს ვყიდულობ და სხვა რამეებსაც კიდევ. მაგრამ გააჩნია სად ყიდულობ და რა ფასად მაგალითად კორპუსთან მაღაზიაში ვაშლი 3-4 ლარი თი ღირს ვაზრობაზე 1-2 ლარად ყიდულობ ქიშმიში რომ არის ზოგ მაღაზიაში 14-15 16 ლარი კილო - არის მაღაზიები სადაც 7-8 ლარია ზოგჯერ რაიონში თუ მოვხვდი იქ ხორცი, ყველი, ლობიო, ნიგოზი უფრო იაფია და თან ნატურალური - მაგრამ მაგ სიიაფეს საწვავის დამატებითი ხარჯი აკომპენსირებს ძირითადად მე მიწევს პროდუქტების ყიდვა და ვიცი სად რა ღირს და კიდევ შეიძლება სხვადასხვა მაგალითის მოყვანა , მაგრამ არაა ამის აუცილებლობა. მარტო მე არ ვარ ასე.
მაგაში გეთანხმებით, რომ სხვადასხვა მაღაზიებში სხვადასხვა ფასებია და რომ პროდუქტების დაბალ ფასებში შეძენის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ეკონომიის გაკეთება შეიძლება, თუმცა ვფიქრობ ეგ არ ასახავს საბაზრო ფასებს. პლუს ამას, ძალისხმევა, ენერგია, დრო და როგორც თქვენც აღნიშნეთ, საწვავის დამატებითი ხარჯი სხვადასხვა ადგილებში სიარულისას.
იმის თქმა მინდა, რომ საშუალო სტატისტიკურ ქართულ (ანუ, აქ თქვენისთანა მომჭირნე ადამიანი არ იგულისხმება) 3 სულიან ოჯახს სრულყოფილად კვებაში ვერანაირად ვერ ეყოფა დღეში 60 ლარი, თუ სოფელში/აგარაკზე საკუთარი მეურნეობა არ აქვს, ან ვინმე არ ეხმარება. |
ადრე უფრო მეტად ნახავდით ხოლმე რომ დიდი და საშუალო მარკეტების ცალკე კუთხეში მზა კერძები იყიდებოდა და ყიდულობდა ხოლმე ხალხი პატარა კონტეინერებით ვინც გვიან ბრუნდებოდა სამსახურიდან სახლში , ან კიდევ თავად მომზადება სრულიად არ შეეეძლოთ ეგ ხალხი ახლა გლოვოთი და ვოლტებით უკვეთავენ საჭმელებს და უფრო ძვირი უჯდებათ ზოგი კიდევ საკმაოდ ხშირად რესტორანში და კაფეებში ვახშმობენ თუ სადილობენ ყველაზე ნაკლებად შეძლებული კატეგორია იაფფასიან და ნაკლებხარისხიან ნახევარფაბრიკატებს იძენენ მაღაზიებში სოფელს და ნათესავებს და მეურნეობას რომ ამბობთ - ეგეც საკმაოდ ხშირია საქართველოში. მეორეს მხრივ ძვირიან სუპერმარკეტებშიც რომ შეხვალთ იქაც საკმაოდ გრძელი რიგებია სალაროებთან ჩემი შტაბეჭდილებით ქართველების შემოსავლების მეტი პროცენტი მიდის კვებაში ვიდრე ევროპაში სამაგიეროდ ევროპელებისთვის კომუნალური გადასახადების პროცენტი და სერვისებით სარგებლობის ფასია უფრო დიდი
--------------------
საქართველო უპირველეს ყოვლისა...
|