ფბ-დან:
ბევრი წერს, ტექნიკურ უნივერსიტეტში რა უნდოდა ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ სპეციალობებს, სტუ-მ თავისი სახე და მისია დაკარგა, ამიტომაც გუშინდელი გადაწყვეტილება მართებულიაო.
თუ ეს არის პრობლემა, ლოგიკური გამოსავალი რა იყო, ამ სპეციალობების ამოღება თუ მთლიანად უნივერსიტეტის გაუქმება?
და რატომ გახდა სტუ იძულებული, რომ ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი სპეციალობების სწავლება დაეწყო?
პასუხი: რათა საკუთარი თავი ერჩინა და გადარჩენილიყო.
უნივერსიტეტს კი ჰქვია სახელმწიფო, მაგრამ რეალურად ის უმეტესად დგას ჩარიცხული სტუდენტის მიერ მოპოვებულ გრანტზე ან გადახდილ გადასახადზე. იმისთვის, რომ უნივერსიტეტმა მოიზიდოს ფინანსები, იძულებულია გაზარდოს სტუდენტების რაოდენობა (რაც ხარისხზე აისახება) და გახსნას ისეთი ფაკულტეტები/მიმართულებები, რომელშიც უფრო მეტი სტუდენტი ეყოლება. ამას ემატება ისიც, რომ უნივერსიტეტებს ავტონომია არ აქვთ და ძირითად საკითხებს თავად ვერ წყვეტენ. მაგალითად, საკადრო საკითხებს. ზოგიერთ შემთხვევაში შტატები ისეა გაზრდილი, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტი თითქმის სრულად ხელფასების გაცემას ემსახურება.
ანუ, პრობლემა რა გამოდის - სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს უნივერსიტეტს ფინანსურად იმ დონეზე, რომ მან ღირსეულად იფუნქციონიროს, დააწესოს მაღალი ბარიერი და სტანდარტი, ხელფასებიც გასცეს, ინფრასტრუქტურაც შეინარჩუნოს, სიახლეები დანერგოს და კვლევითი საქმიანობაც წაახალისოს.
კიდევ უფრო მარტივად რომ ავხსნა, მაგალითად - თსუ-ში არსებობს არმენოლოგიის მიმართულება, რომელზეც 1-2 სტუდენტი თუ ჰყავთ. ამ 1-2 სტუდენტს ემსახურება მიმართულების რამდენიმე ლექტორი. რა თქმა უნდა, 2 სტუდენტის მიერ გადახდილი წლიური გადასახადი ვერ უზრუნველყოფს ამ მიმართულების დამოუკიდებლად ფუნქციონიერებას, ლექტორთა ხელფასს და ა.შ. იმისთვის, რომ ეს დიდი ტრადიციების მქონე მიმართულება არ დაიხუროს, უნივერსიტეტი იძულებულია იგი შეინახოს სხვა მიმართულებების სტუდენტების მიერ გადახდილი გადასახადების წყალობით. ამისთვის კი უნივერსიტეტი ზრდის მისაღებ ადგილებს უფრო პოპულარულ მიმართულებებზე, რათა იქიდან მიღებული თანხებით შეინარჩუნოს ნაკლებად მოთხოვნადი, მაგრამ აუცილებელი მიმართულებები.
ხომ წარმოგიდგენიათ, რა ვითარებაშია ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც ბევრ ასეთ დარგს ემსახურება. მაგალითად, ,,სამთო გეოლოგიისა და მთის მდგრადი განვითარების,, ფაკულტეტზე ბევრი არ აბარებს, თუმცა ის აუცილებელია და თუნდაც 1 სტუდენტი ჩაირიცხოს, ესეც კი საჭიროა სახელმწიფოსთვის. ამიტომ სტუ-მ
მსგავსი მიმართულებების შესანარჩუნებლად შექმნა სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ისტორიის და ა.შ. მიმართულებები.
რა იქნებოდა ნამდვილი გამოსავალი?
სახელმწიფოს გაეზარდა უნივერსიტეტის დაფინანსება და მზარდაჭერა იმ დონემდე, რომ ზემოთ მოცემული გამოსავალი უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას არ დასჭირდეს და თანდათან ჩადგეს თავის პირვანდელ კალაპოტში.
ერთ დღეში რა გადაწყდა?
ადგნენ და ხელის ერთი მოსმით ტექნიკური უნივერსიტეტი გააუქმეს და მიუერთეს თსუს, რომელიც არსებითად ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი უნივერსიტეტია.
პლუს - უნივერსიტეტთა დაფინანსება კი არ იზრდება, პირიქით, შესამჩნევად მცირდება.
არის ამაში რამე ლოგიკური?
არა.
არაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავდაპირველად ე.წ. ,,რეფორმის,, მიზნად უფრო მეტად პროფილური/დარგობრივი/სპეციალიზებული უნივერსიტეტების მიღება იყო გამოცხადებული (ველოდით, რომ თსუს ტექნიკური მიმართულების ფაკულტეტებს სტუ-ს შეუერთებდნენ), ახლა კი ორ უკიდურესობას - ტექნიკურსა და ჰუმანიტარულს აერთიანებენ.
არც იმაზე, რომ თავის დროზე დიდი რეზონანსი გამოიწვია ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის ნაწილის გასხვისებამ, ახლა ამ უნივერსიტეტს საერთოდ აუქმებენ და იგივე ხალხი, ვინც მაშინ შეშფოთებული იყო, ახლა გვეუბნება, რომ უნივერსიტეტის გაუქმება სასიკეთო მოვლენაა.
უტიფრობასაც ხომ უნდა ჰქონდეს რაიმე რეგულაცია?!
და ბოლოს, ყველამ ვიცით ამ ნაბიჯის რეალური მიზანი - დიდი საუნივერსიტეტო აგლომერაციის შექმნა, რომელზეც დამყარდება ტოტალური კონტროლი ყველასა და ყველაფერზე, რაც საერთოდ ანგრევს უნივერსიტეტის ჭეშმარიტ მისიასა და არსს.
https://www.facebook.com/giorgi.arkania/pos...Maui54ENVEabAglორი კომენტარიც.
...
ბოლო მონაცემებით, საქართველოს ბიუჯეტის გაზრდამდე, განათლებაზე 0,5%-იც არ იხარჯებოდა. გაიზარდა ბიუჯეტი და განათლების დაფინანსება თითქმის განახევრდა, ანუ საბოლოო ჯამში, ადრინდელთან შედარებით შემცირდა. და ეს მაშინ, როდესაც ბალტიის ქვეყნებში ერთ უნივერსიტეტზე იხარჯება სამჯერ უფრო მეტი ფული, ვიდრე აქ მთლიანად განათლების სისტემაზე. ეს წარმოაჩენს, თუ რამდენად საერთოდ არ აინტერესებს რუსეთის აქაურ საოკუპაციო რეჟიმს ქართველი ხალხის განათლება და განვითარება. მისი მიზანი მხოლოდ კონტროლია.
გუშინ ისეთი ხალხის გამოსვლა ვნახე, ადრე ოცნების და ალტინფოს ნარატივების გულმხურვალე მხარდამჭერი რომ იყო, მაგრამ რახან დეფორმის შედეგები მათაც გადასწვდათ, აეწვათ. არადა ჯერ კიდევ როდის ვაფრთხილებდით, რომ ამ რეჟიმის შედეგებისგან აბსოლუტურად არავინაა დაცული და ყველას დააზარალებს.
...
ბევრი ისეთი ადამიანის წუხილი მოვისმინე, კარგ ფულს რომ შოულობდნენ კორუფციული დისერტაციებით. ახლა იგრძნეს, რომ შეიძლება ,,უფასო ფულის,, ეს წყარო პირიდან გააგდებინონ. ამიტომაც გაბედეს პროტესტის გამოხატვა.
This post has been edited by griankali on 30 Jan 2026, 13:15
რუსეთი უნდა დაინგრეს.