ისე აქ გაიძახდა ვიღაცა 35 პროცენტია ევროპაში ბაკალვრიატის დიპლომითო..
ჩვენთან ყველაო.. ოფიციალური სტატისტიკით ჩამოვრჩებით ევროპას სულლ 33% გვყავს.. უმაღლესი განათლებით.....
არა და რუსეთში ზუსტად ნახევარს უნივერსიტეტის დიპლომი აქვს.....

ამ ფონზე ქოცარობა სტუდენტების რიცხვის რადიკალურად შემცირებას აპირებს... იმ რუსისთვის ხარისხიანი მონები რომ მოამზადოს...
* * *
გპი აქვს დამთავრებული ჩვენ წარმატებულ მსოფლიოში ცნობილ ინჟინრებს..
CERN-ის წარმომადგენლები სტუ-ში
21 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა გრიდ და ქლაუდ (Grid & Cloud ) ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია. ღონისძიება სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა. კონფერენციის სტუმრებს, ასევე, მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე.
ქართველ მეცნიერებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ სომეხი და აზერბაიჯანელი მეცნიერები და მოწვეული ექსპერტები ცერნიდან - ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციიდან (CERN).
კონფერენციის მიზანია მეცნიერებს შორის ურთიერთთანამშრომლობის დამყარება და გამოცდილების გაზიარება.
ცერნთან მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, გახდეს ცერნის ასოცირებული წევრი ახლო მომავალში.
ცერნი მხარს უჭერს სხვადასხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებას, მათ შორის ატლასის დეტექტორის კვანძების დამზადების შესაძლებლობას, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური პროექტებისა და გრიდის (კომპიუტერული ქსელის) კლასტერის განცვითარებას საქართველოში. ითვალისწინებს, ასევე, ქართველ მეცნიერთა და მასწავლებელთა სტაჟირებას ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, აუტისტი ბავშვებისთვის ადრონიდული თერაპიის პროექტების დამუშავებას და სხვ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდება გრიდის (კომპიტერული ქსელი) კლასტერის დაფუძნება, რომელიც ცერნის ერთ-ერთი გამოთვლითი რესურსი იქნება და უზრუნველყოფს გრიდ და ქლაუდ ტექნოლოგიების რესურსებზე ქართველი მკვლევრების მიერ შესაბამისი აპლიკაციების შემუშავებას.
https://gtu.ge/Archive/3734/ მეცოდებიან დასანგრევად:
https://gtu.ge/ This post has been edited by sulo on 30 Jan 2026, 14:23