ილია ჭავჭავაძის სტატია
ასი წლის წინ, გაეცანით და გაოცებულები დარჩებით
ვინმე უარყოფს მის ავტორიტეტს??
https://educationhouse.ge/storage/books/ი...ათ_2943.pdfმე ანტიკომუნისტურ ოჯახში დავიბადე, მამაჩემს განსაკუთრებით სძულდა რუსეთის იმპერია,
და მეც ბუნებრივია ანალოგიურად ვფიქრობდი თუმცა ამ პერიოდშიც კი მქონდა გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულება იმის მიმართ რომ რუსეთის შემოსვლამ მხოლოდ ბოროტება მოგვიტანა
დიდი წვალება გამოიარა რუსის ჯარმა, რაკი კავკასიის მთებში შემოსდგა ფეხი. ვიწრო აღმართდაღმართები, თოვლი და ყინვა, გაფუჭებული გზები, ზოგან სურსათის ნაკლებობა, — ყოველივე ეს ერთად,
აბრკოლებდა ჯარს. ზარბაზნები და სხვა არტილერიის კუთვნილებანი ზოგან ხელდახელ და ზურგით
გადმოჰქონდათ ჯარისკაცებს, რადგანაც სხვანაირად ვერა ხერხდებოდა. როგორც იყო, ჯარმა ყოველს
დაბრკოლებას სძლია, გადმოიარა მთები და გადმოხედა არაგვის ხეობის დაბლობებს. აქ ჯარს მიეგება
ბატონიშვილი ვახტანგ, მიაგება ოთხმოცი უღელი ხარ-კამეჩი, გამომცხვარი პური და სხვა სურსათი,
ტფილისამდე გზა-და-გზა სხვადასხვა ადგილას ორმოც-და-ათ-ათი საპალნის საზიდი ცხენი მოუმზადა. ამ
სახით იარა ჯარმა მთელი თვე და ექვსი დღე და როგორც იყო მოუახლოვდა ტფილისსა. ტფილისი დიდის
ყოფით მოიკაზმა და მოირთო ჯარის დასახვედრად და მისაღებად. ჯარს მოელოდნენ ტფილისში 26
ნოემბერს. მთელი ქალაქი აიშალა და გარეთუბანს და ვერაზედ გავიდა და აქ ელოდებოდა ჯარის მოსვლას.
მეფე გიორგიც გაეგება თავისი ამალით. თან ახლდნენ: მემკვიდრე დავით ბატონიშვილი, სხვა
ბატონიშვილები, გამოჩენილი მოხელენი საერონი და სამღვდელოებისანი და მთელი დიდკაცობა
ტფილისისა. ქალაქის ბანები მოიჭედა დიდითა და პატარითა, ქალითა და კაცითა, და მოუთმენლად
ელოდებოდნენ ჯარსა, ვითარცა ქვეყნის მხსნელსა, მშვიდობიანობისა და მოსვენების მომავლინებელსა.
ბოლოს მოვიდა ჯარიცა. მეფე გიორგი თვითონ წარმოუძღვა წინ და შემოიყვანა ტფილისში. სიხარულის
კიჟინა ხალხისა, ზარბაზნის სროლა, ზარების რეკა ერთს დიდს ყოფას და ამბავს წარმოადგენდა.
კავალენსკიმ ამრიგად აუწყა კნორრინგს რუსის ჯარის შემოსვლა ტფილისში: „ჯარი, დასასრულ, მოვიდა
ტფილისს; მოსვლისას იგი წარმოადგენდა სასიამოვნო სანახავსა თავისის წყობითა და წეს-რიგიანობითა.
სამის ვერსტის მანძილზე დიდის ყოფით მოეგებნენ ჯარს, იმ წესით, როგორაც წინათვე დავაწყეთ მისმა
უმაღლესობამ მეფე გიორგიმ და მე. მეფე მთელის თავისის წარჩინებულ საერო და სამღვდელო
დიდკაცობით მიეგება ჯარს. სახლის ბანები სულ მთლად სავსე იყო თეთრ-ჩადრიან ქალებითა, კაცს
ეგონებოდა მთელ ქალაქში მოფენილია კარვები ბანაკისაო. ზარბაზნის სროლა, ზარების რეკა ამ
დღესასწაულს აძლიერებდა, და სიხარულის კიჟინა ერისა, მოძრაობა და თვით ცრემლნი, ნამეტნავად
დედაკაცობისა, აგვირგვინებდა იმ ტკბილად საგრძნობელ სურათსა და უტყუარს ერთგულებას ჩვენდამი
ერისას“.
ამას წერს ბატონებო ილია ჭავჭავაძე
ამ ღირსსახსოვარ დღიდამ საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის
მფარველობამ გაუფანტა. დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა
აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა,
მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლ-შვილებზე, გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და
ჰბუგავდა ჩვენს მამა-პაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და
მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრად-ღა დაგვრჩა. დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებულის,
უშიშარის ცხოვრებისა, სისხლდანთხეულ და ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმულ საქართველოს, რომელიც
ღმერთმა სააქაო სამოთხედ გაუჩინა ადამიანს და კინაღამ ერთ დიდ სასაფლაოდ არ გადაექცა მისს
თავდადებულ შვილებს, რომელნიც უმწედ, უნუგეშ, ყველასაგან შორს, მარტოდ-მარტო იხოცებოდნენ
ქრისტეს სარწმუნეობის სადიდებლად და თავისის ვინაობის გადასარჩენად. დაიდვა საზღვარი მშვიდობისმყოფელ ცხოვრებისა. ის დღეა და ეს დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით
ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს, კვლავ სასოება-გაღვიძებული მეფე და ერი, გულწრფელად მიენდო
თავისს მომავალსა, დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშინით ფრთაშესხმული.
დღეს, 26 ნოემბერს 1899 წ., სწორედ ასი წელიწადია მას აქეთ.
This post has been edited by tengo9786 on 29 May 2026, 21:50