#62466445 · 10 Feb 2026, 08:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველო დღევანდელი მოცემულობით არის სრულიად *ლე ქვეყანა. ამის უარყოფა იგივეა რაც ეკლესიაში გაკუება. იმ დაწყევლილი 1490 წ. შემდეგ, როცა დაიშალა, განაცამტვერდა ოდესღაც ასე დიდებული, ამაყი, წამყვანი ქვეყანა. რომელიც გადაჭიმული იყო დარუბანდიდან, იმ მეორის სახელი სუ მავიწყდება, ნუ იმ მეორემდე. დღეს ჩვენ იმ საქარველოს ნარჩენები, იმ მუდამ წინ მიმავალი ქვეყნის აჩრდილიც კი აღარ ვართ. მისი მეფეები შედიოდნენ მსოფლიოს მმართველი ქვეყნის დედაქალაქში ამაყად. და შემდეგ იქაური იმპერატორები დედაქალაქის ცენტრში ძეგლებს უდგანდნენ. ან 5 საუკუნის მანძილზე აყვავებულ , თუმცა ნაწილობრივ ქართველობა დაკარგულ El Teflis. სადაც ყვაოდა ქართველისთვის უცხო კულტურა, ეკონომიკა, სამხედრო საქმე. უბრუნებდნენ დედა სამშობლოს და მას კვლავ ქვეყნის ცენტრად აქცევდნენ. იმდროინდელი საფრანგეთიდან თუ სკანდინავიებიდან მოწვეული ჯარისკაცების თანადგომით. თუმცა ამ ბოლოს მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა ქონდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე. ამ 1981 წლის თასებით, თუ წარსული ჭადრაკებით, თუ დღევანდელი კვარაცხელიებით და ამ ფიგურებით გამოწვეული სიამაყე არის ილუზია, ფიქცია, რეალობას მოწყვეტა და როგორც ქართველი ერის ერთ ერთი მამა იტყოდა - გულის ფხანა. ხოლო ფხანა, ქეცმაც იცის.
კაცობრიობის ისტორიამ დაგვანახა, და გვასწავლა. მსოფლიოში მხოლოდ ორი სახის ქვეყნის არსებობას არ აქვს ჩალის ფასი.
1. კოლონიური იმპერიები, რომელსაც აქვს ე.წ. მემკვიდრეობითობა. გამუდმებული წინსვლა. ანუ - რომი (იტალია), გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები.
2. ვინც მხოლოდ თავისი 24/7 შრომით აღწევს მაღალ ლიგას. ანუ - სკანდინავია, ისლანდია, + კვლავ ნიდერლანდები, ბელგია, შვეიცარია, ავსტრია.
შუა გაკრეფილია.
ეხლა დავუბრუნდეთ ოლიმპიადას. რა გვითხრა ოლიმპიადის ამ სახით გახსნით იტალიამ. ის რო, მთავარია არა IT ტექნოლოგიები, რაც დღეს ბევრ საზოგადოებრივად ჩამორჩებილ მაგრამ ფულით მდიდარ ქვეყანას აქვს. არის მხოლოდ მეორადი. მთაცარია - თვითონ ადამიანი, მის მიერ შექმნილი სულიერება. მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, დიზაინი, მოდა და სიტყვა - პოეზია. და ეს ყველაფერი მე მაქვს იმ ხარისხის, იმ კალიბრის, იმ კლასის, რაც შენ სიზმარშიც კი არ დაგესიზმრება. ამ სახის გახსნით იტალიამ უძაანრაფინირებულად გადაარტყა დანარჩენ მსოფლიოს სახეში თავისი უპირატესობა.და დამსახურებულად
ბევრი ალბათ მხოლოდ ახლა მიხვდება თუ რატომ ქვია კაპიტოლიუმს ის რაც ქვია და იქ და ფილადელფია ავენიუზე მდებარე შენობებს რატო აქვს რომაული სახე. ან შეიძლება ვერ მიხვდეს. ან რა შეიცვლება რომც მიხვდეს?! მსოფლიო მაინც მიდის იმ გზით, რაც და როგორც რომში დაიგეგმა. 30 საუკუნის წინ
|