თბილისში, ისლამური რევოლუციის 47-ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ივანიშვილის სასტუმროში გაიმართა - ღონისძიებას ბოჭორიშვილის მოადგილე ლაშა დარსალია და სახელმწიფო დაცვის უფროსის პოსტზე მყოფი ანზორ ჩუბინიძე ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზ სიტყვით გამოვიდა ლაშა დარსალია, მისი სიტყვა სოციალურ ქსელში ირანის ელჩმა გამოაქვეყნა: "ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს მთავრობის სახელით მივულოცო ამ ქვეყანას ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დღე. ეროვნული დღე თითოეული ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ასახავს მისი ისტორიულ გზას, სახელმწიფოს განვითარებასა და ეროვნულ იდენტობას.
ჩვენს ერებს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ახლო ურთიერთობა ეკონომიკის, კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სხვა სფეროებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საფუძველია. ჩვენ ვაფასებთ ამ წლების განმავლობაში ირანის გადამწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ირანის ისლამური რესპუბლიკა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ამისთვის მადლიერები ვართ. საქართველოს მთავრობა მზად არის, გააგრძელოს თანამშრომლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან რეგიონში პოზიტიური დღის წესრიგის გაღრმავებისთვის…“ | განაცხადა ბოჭორიშვილის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.
ღონისძიების პარალელურად, თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა.