მე მაქვს ნაყიდი ვინდოუს 11 - ის OEM ლიცენზია იბეიზე 50 დოლარად... ჩამოვიდა ლამაზ ქარხნულ შეფუთვაში.. შიგ იდო ფლეშკა ვინდოუს 11 - ით, პატარა წიგნი და ლიცენზიის კოდი... რომელმაც არ იმუშავა

ავუტვირთე სელერს მტკიცებულება და ფული დამიბრუნა.. თუმცა შეეძლო არც დაებრუნებინა, მაგრამ მაღალი რეპუტაციის სელერი იყო და ამის გაფუჭებად არ უღირდა...
ასე რომ იბეი, მაღალი რეპუტაციის სელერი და შესაბამისი ფასი (OEM ლიცენზიისთვის 50 დოლარი ძვირიც კია...) არაფერს ნიშნავს როცა საქმე ლიცენზიას ეხება... სამწუხაროდ OEM ლიცენზიებს მაიკროსოფტი საცალოდ და საკუთარ საიტზე არ ყიდის (კლეები

), მასიურად ყიდის დილერების მეშვეობით კომპიუტერების მწარმოებლებზე და ამწყობ მაღაზიებზე... აი კომპიუტერებს "ქარხნიდანვე" ვინდოუსები რომ მოსდევს, მაგისთვის... ეს ლიცენზია მხოლოდ ერთი კომპიუტერისთვის არის განკუთვნილი, ამ ერთ კომპიუტერში რომც წაშალო, სხვაგან ვეღარ გამოიყენებ.. რეგისტრაციისას დედაპლატას იმახსოვრებს მაიკროსოფტის სერვერი... და რაც მთავარია - OEM ლიცენზია იმასაც გულისხმობს, რომ ნებისმიერი პრობლემა რაც ვინდოუსზე წარმოგექმნება უნდა მოგიგვაროს იმან ვისგანაც ყიდულობ და არა მაიკროსოფტმა.. მათ შორის ლიცენზირების პრობლემაც

ჰოდა, როცა ასე იბეიზე ან სადმე ყიდულობ OEM ლიცენზიას, ეს ნიშნავს რომ უკვე მესამე ან მეოთხე ხელიდან ყიდულობ და დიდი შანსია ეს იყოს:
1. საწყობის ნაშთი (ძველ კოდებს, რომელიც დიდი ხნის წინ გამოვიდა და არ გამოყენებულა, ხშირად ბლოკავს მაიკროსოფტი)
2. შეიძლება ჰქონდეს რეგიონალური შეზღუდვა (მაგალითად მხოლოდ ჩინეთისთვის იყოს განკუთვნილი)
3. შეიძლება არ შეესაბამებოდეს ვინდოუსის ვერსიას (მიუხედავად იმისა რა აწერია ზემოდან)
4. შეიძლება საერთოდ არ იყოს OEM ლიცენზია და რამე 500 კომპიუტერიანი კორპორატიული ლიცენზია იყოს (განსაკუთრებით საეჭვოა ეგ 2-5 დოლარიანი ლიცენზიები), სადაც 500-ივე უკვე გამოყენებულია... ან შეიძლება 499 - ია გამოყენებული და როცა მე500-ეზე გამოიყენებენ შენს ლიცენზიას ავტომატურად დაბლოკავს მაიკროსოფტი თუ თავიდანვე არ დაბლოკა.
მოკლედ ნუ ენდობით ამ იბეის და კარგ სელერებს... არანაირი გარანტია არ გაქვთ რომ იმუშავებს.. ან თუ თავიდან გააქტიურადა მალევე არ დაგიბლოკავთ მაიკროსოფტი.
პ.ს. რაც შეეხება პროპაგანდონს, მაიკროსოფტის ლიცენზიებზე ჯერ არაფერი უთქვამთ, მაგრამ რომც შეუჩერონ, პროპაგანდონს ეს ვერ გააჩერებს... კი საკმაოდ დიდი დისკომფორტი იქნება და ბევრი რაღაცეების გადაწყობა მოუწევთ, მაგრამ გაჩერებით ვერ გააჩერებს..
This post has been edited by RedShark on 26 Feb 2026, 16:09