AIX-500თქვენ რა საყვარელი ხართ. დახმარებას რომ ცდილობთ სხვებისთვის.
რესპექტ.
მე ბავშობიდან შეპყრობილი ვიყავი ამერიკით, მეთწილად ჰოლივუდის გავლენით
აი, ვაბოდებდი, მეთქი რომ წავააალ, აი, იქ რომ ვისწავლიიიი. და ხალხი კვდებოდა სიცილით
და მეც კი მეცინებოდა, იმდენად არარეალური იყო იქ წასვლა
მაგრამ, მერე მოვიდა მიშა და მაგის მერე რეალურად ეს წარმოუდგენელი ამბები
უცებ იქცა შესაძლებლად.. და რავიცი , ნახევარი ქვეყანა წავიდა ლამის
და მე ისე დამამუშავეს ფსიქოლოგიურად, ბავშობაში , ნუ გული რომ არ მტკენოდა რომ გავიზრდებოდი ალბათ
რომ იქ წასვლა შეუძლებელი იყო, ტაბუ დავადე ამ თემას, და რომ გავიზარდე, არასდროს აღარ მიცდია იქ წასვლა
მიუხედავდ იმის, რომ რამდენიმე ძალიან კარგი ვარიანტი მქონდა
და დღემდე ასე აღვიქვამ, აი, ებრალები რომ აღქმულ მიწას წარმოიდგენდენ, ასეა
და ეხლა ისეთები მესმის ხოლმე, მგონი მართლა მირჩევნია არ წავიდე,
დიდი იმედგაცრუება რომ არ ვიგრძნო,თუმცა როგორც ტურისტისთვის მაინც ძალიან, ძალიან მაგარი იქნება
და ერთ დღეს იმედია ჩავალ და ვნახავ
თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანია.
----------------------------------