“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს
პოლიციელი:
– შენი გალახვა ნაღდად არ მინდა.
მოზარდი:
–რატომ უნდა გამლახოთ?
პოლიციელი:
–იმიტომ რომ არ მიხსნი ტელეფონს. მე გამსაღებელი დავიჭირე აქ…
მოზარდი:
–არ მაქვს ნარკოტიკები, აგიხსენით უკვე.
პოლიციელი:
–ტელეფონი მანახე, ბოლო გადაღებული ფოტო.
მოზარდი:
–ბოლო გადაღებულ ფოტოს განახებთ.
პოლიციელი:
–ეს არ იყო ბოლო გადაღებული, მანახე.
მოზარდი:
–ეს იყო
პოლიციელი:
–ტელეგრამში არ მაინტერესებს, ფოტოებში შედი.
მოზარდი:
–ტელეგრამი არაა, ფოტოებია.
პოლიციელი:
–ტელეგრამში იყავი.
მოზარდი:
–არა, ფოტოები იყო, აი… (მეორედ აჩვენებს ტელეფონს)
პოლიციელი:
–ტელეგრამის ფოტოებში ხარ შესული, დაგინახე
მოზარდი:
–უყურე, გალერეა არ არის ეს? (მესამედ აჩვენებს გახსნილ ტელეფონს)
პოლიციელი აქ უკვე ცვლის მოთხოვნას და თუ წუთის წინ უყვიროდა, ტელეგრამი არ მინდა, ფოტოებში შედი, ვხედავ რომ ტელეგრამში ხარო, ამჯერად ყვირის, რომ ფოტოები კი არა, ტელეგრამი უნდა აჩვენოს. გამომდინარე იქედან, რომ მოზარდმა. პოლიციელს, რომელიც “კლიჩკითაც” გაეცნო, ვინაობისას თქმისას, მამის სახელიც უხსენა და პოლიციელს ეცნო, უთხრა, რომ კი, იცის მამამისი ვინაა, თუმცა, მიხვდა, რომ შეეშალა და სავარაუდოდ უკვე იმის გარკვევას იწყებს, ხომ არაა რომელიმე მაღალჩინოსნის შვილი.
–ტელეგრამში შედი–მეთქი! ბიჭო, ვინ ჩემი @ლეა მამაშენი, სად მუშაობს?
მოზარდი:
–ციხეშია
პოლიციელი:
–მაგის დედას შე@ეცი ხოდა, გაიგე, ბიჭო? თე@ლო შენ, მოგიტ@ნავ გამზრდელს, ბო@იშვილი ვიყო, მიგიჯენ მამაშენს გვერდზე., შე სი@ო
– რაზე ზის მამაშენი?
მოზარდი:
–ქურდულზე.
პოლიციელი:
–მაგის დედას შე@ეცი, გახსენი ტელეფონი, არ მაცემინო თავი ჩემი დედას შე@ეცი
მოზარდი:
– რატომ მირტყამ 16 წლის ვარ.
პოლიციელი:
–@ლეზე მკიდია რამდენი წლის ხარ, გახსენი პაროლი…
მოზარდი:
–დამარეკინეთ დედაჩემთან. დამარეკინეთ და დედას გეფიცებით გავხსნი.
პოლიციელი:
–დედაშენი არ მაინტერესებს, თუ არ გახსნი, დამდები ხარ.
მოზარდი:
–ვისაც გინდათ დაურეკეთ, ნებისმიერ სხვა პოლიციელს დაურეკეთ და გავხსნი.
პოლიციელი:
–ვინ სხვა პოლიციელს?
მოზარდი:
–ნებისმიერ პოლიციელს.
პოლიციელი:
–მე ვარ აქ პოლიციელი, ჩემზე მეტი აქ არავინ მოგივა.
მოზარდი:
–გავიგე, მაგრამ ვინმეს დაურეკეთ და გავხსნი.
პოლიციელი:
–რას ქვია დავურეკო, ვის დავურეკო, აბა?
მოზარდი:
–დეიდაჩემს, დედაჩემს, ნებისმიერს.
პოლიციელი:
–შენ ფსიქიური ხარ, ტო?
მოზარდი:
–დაურეკეთ ვინმეს და გავხსნი, მართლა, ყველაფერს გეფიცებით,
პოლიციელი:
–გახსენი, სანამ თითები დაგატეხე, შენი მამის დედა მოვტ@ან, დაგაკავებ ბო@იშვილი ვიყო ადმინისტრაციულით.
მოზარდი:
–გაიხა, დამანებეთ თავი.
პოლიციელი მოზარდს ისევ აგინებს და გინების მერე ისევ ეკითხება, ხომ გაიგო, როგორ აგინა. თანმხლებ პოლიციელს კი ეუბნება:
–გააჩერე ეს დედამოტ@ნული მანქანა კიდე სადმე.
მოზარდი:
–დამარეკინეთ დედაჩემთან.
პოლიციელი:
–შენ გგონია ძალაში მაჯობებ?
მოზარდი:
–არა. დამარეკინე და გავხსნი.
პოლიციელი:
–შენი მამის დედა მოვტ@ან, ბიჭო, გაიგეე…
მოზარდი:
–კარგი, მაგრამ დამარეკინე დედაჩემთან.
პოლიციელი:
–მამაშენს…… (სრული აუდიო ბლარი ადევს აქ გინებას პროკურატურის ფაილში)
მოზარდი:
–დამარეკინეთ დედაჩემთან.
პოლიციელი ისევ თანმხლებს მიმართავს:
–მოდი, ერთი უკან ეს დამიჭირე…
მოზარდი:
–დედაჩემთან დამარეკინეთ
პოლიციელი:
–დედაშენთან არა ბებიაშენთან.
მოზარდი:
–ბებიაჩემსაც დაურეკეთ.
პოლიციელი თანმხლებ პოლიციელს
–დაუჭირე კაცო ერთი ხელი ამას.
მოზარდი:
–დედაჩემთან დამარეკინეთ უბრალოდ… ხელი, ხელი მომტყდა.
პოლიციელი:
–თუ მოგტყდება არა უშავს, ძალიან კარგი…
მოზარდი:
– ხელი მომტყდა…
პოლიციელი:
–კაი, მიუკეტე კარები, სამმართველოში წავიყვანოთ…
სხვა პოლიციელი:
–ფეხი შეწიე, თორემ შეგაგდებ.
მოზარდი:
–დედაჩემს დაურეკეთ.
პოლიციელი:
–პოლიციიდან დავურეკავთ.
მოზარდი:
–ჯერ დაურეკეთ… აი, რა დავაშავე?
პოლიციელი:
–ის დააშავე, რომ პოლიციას არ ემორჩილები, მაგის გამო კაპეზეზე წახვალ, ოქმს შეგივსებ და განახებ, მაცადე. დედაშენს რომ ვეტყვი, ეგეთი @ლე ბავშვია–მეთქი, მერე ნახავ.
ჩანაწერი აქ წყდება და უცნობია, გადაიყვანეს, თუ არა, მოზარდი სამმართველოში, გაგრძელდა თუ არა და როგორ გაგრძელდა ძალადობა, რა იყო კიდევ ჩანაწერში იმაზე უარესი, რაც მოვისმინეთ, რომ არ გამოქვეყნდა ბოლომდე?
მეტი იხ.
https://www.alia.ge/sheni-mamis-deda-movt-a...thvis-daakaves/ამათ ხომ უნდა &&&&&& მართლა ის დედა თავად რომ აგინებს?!
Do not argue with a fool. He will drag you down to his level and beat you with experience!
OPEN YOUR MIND, THINK WIDE ;-)