შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა უკვე წააგეს ეს ომი.‼️
⛔️ებრაელი ჟურნალისტი, Alon Mizrahi:
ირანი, ყველას გასაკვირად, ანადგურებს ამერიკულ ბაზებს იმდენად საგულდაგულოდ, ისეთ მასშტაბებში და ისე გაბედულად, რომ მსოფლიო ამისთვის მზად არ არის. ირანმა გაანადგურა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული სამხედრო ბაზები, ქონება და აღჭურვილობა.
ამერიკული ბაზები ბახრეინში, კუვეიტში, ყატარში და საუდის არაბეთში მსოფლიოს უდიდესი სამხედრო ბაზების რიგში შედიან. ამ ობიექტების მშენებლობაზე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ტრილიონობით დოლარი დაიხარჯა. საუბარია იმაზე, რომ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სამხედრო ხარჯების ძირითადი ნაწილი ცეცხლმა შთანთქა.
... შეერთებულ შტატებს, თავისი ისტორიის მანძილზე, არ განუცდია ასეთი ზარალი, თუ არ ჩავთვლით პერლ-ჰარბორს, თუმცა იქ ადგილი ჰქონდა მხოლოდ ერთ თავდასხმას.
არც ერთ მტერს ჩვეულებრივ ომში არ გაუკეთებია ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის ის, რასაც უკეთებს ირანი ახლა. ამის დაჯერება ძნელია. სამხედრო სიტუაცია იმდენად სერიოზულია, რომ ცენზურა ბლოკავს პრაქტიკულად ყველა ახალ ინფორმაციას ამ ომის შესახებ. თუ შეამჩნიეთ, ჩვენ სულ უფრო ნაკლებ ინფორმაციას ვღებულობთ.
30 წლის წინ, ერაყის პირველი ომის დროს, ჩვენ უსასრულოდ გვიჩვენებდნენ კადრებს ერაყიდან. ახლა ჩვენ თითქმის არ ვხედავთ ვიდეო-ჩანაწერებს.
გაიგეთ ეს! ... ჩვენ ვერ ვხედავთ ამერიკელების ბატონობის არანაირ ნიშანს ირანის ცაში. სად არის თეირანის თავზე ჩვენი თვითმფრინავების ამსახველი ვიდეოები?
თქვენ გინდათ ამერიკელებმა გააცილონ სანავთობო ტანკერები ჰორმუზის სრუტეში? რაზე საუბრობთ საერთოდ! თქვენ გინდათ ამერიკის გემები გააგზავნოთ ათასობით ირანული რაკეტის წვდომის ზონაში?
ნანახი გაქვთ ირანის რუკა? როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაციას არასდროს არ უნახავს ირანის რუკა. წარმოგიდგენიათ, რა დიდია ის? რას ნიშნავს ირანში შეჭრა?! თქვენ ფიქრობთ, 10000, ან 50000, ან თუნდაც 100000 ჯარისკაცი შეძლებს ირანში შეჭრას?
მათ დაიწყეს ის, რომლის დასრულების შანსი მათ არ აქვთ. როცა ყველაფერი ეს დასრულდება, შეერთებული შტატები არასდროს არ დაბრუნდება დასავლეთ აზიაში. ამერიკელების ყოფნა ახლო აღმოსავლეთში არ იქნება!
ვინაა ეს ალონ მიზრაჰი ადგილობრივი ლევაკია?