degaონგლისური თუ გესმის აი ამათ საუბარს მოუსმინე, "მემარცხენეები" არიან მაგრამ ამანპურს საერთაშორისო პოლიტიკა ესმის, თან ირანელია წარმოშობით, და ასე თუ ისე ობიექტურია.
https://www.youtube.com/watch?v=02Ns6EbCplY * * *
პ.ს. საუდის არაბეთში "რელიგიური" რეჟიმია. ასე რომ, რელიგიური რეჟიმი ვერ ჩაანაცვლებს.
სუნიტურ ისლამში, ხალიფა, იმამი, ემირი, და ასე შემდეგ არის ერთდროულად რელიგიური და სამოქალაქო ლიდერი.
პირველი 5 ხალიფები მუჰამედის პირდაპირი მემკვიდრეები იყვნენ, ანუ შიიტიზმისგან განსხვავებით, სუნიტური სისტემა არ განასხვავებს რელიგიურ და სამოქალაქო ლიდერს. საუდიტები თავს ცნობენ როგორც მეკას ემირებად და "მომვლელებად" და ამის საფუძველზე აქვთ მეფობაზე პრეტენზია. რეალობაში, თუ ისლამური ტრადიციით მიუდგები საკითხს, მხოლოდ იორდანიის სამეფო კარს აქვს არაბების და ზოგადად მუსლიმების ლიდერობაზე პრეტენზია იმიტომ რომ მოციქული მუჰამედის პირდაპირი შთამომავლები არიან.
შიიტიზმში ეს განსხვავება არსებობს იმიტომ რომ საფავიდების მოსვლამდე, ირანის პოლიტიკურ ცენტრებში სუნიტიზმი დომინირებდა, მაშინ როცა გლეხებში და დაბალ ფენებში მე-12 იმამის მიმდევრობა ჭარბობდა. ანუ, შიიტიზმი არსებობდა სამოქალაქო მმართველობის პარალელურად, და ხშირ შემთხვევაში "საიდუმლოდ" იმიტომ რომ სუნიტური სამყარო შიიტიზმს აღიქვავდა როგორც აპოსტეიდს. ისმაილ I-მა ჩაუდო საფუძველი "შიიტურ ირანს" და სისხლით და მახვილით დაამყარა შიიტიზმის სრული გავლენა.