საერთაშორისო სამართალი პირველად ფეხქვეშ გათელა ოფიციალურად 2003-ში ამერიკამ. მანამდეც იყო პრობლემა კოსოვოზე, მაგრამ მაგ დროს გაეროს მხარდაჭერა იყო მგონი. აფხაზეთში რაც მოხდა ალბათ ეგეც ითვლება, უბრალოდ ფეხებზე ეკიდა მთელ მსოფლიოს მაშინ აფხაზეთი.
ერაყის არალეგალური და ტყუილზე აგებული ომის შემდეგ პუტინმა დაიწყო უფრო აგრესიული პოლიტიკა. 2008-ში ჩვენთან შემოვიდა და 2014-ში ყირიმში. ორივე ცალსახად იყო დარღვევა საერთაშორისო სამართლის. რაც შეეხება სირიაში რაც მოხდა, პრორუსებს რო კითხო, ამერიკელები აფინანსებდნენ აჯანყებულებს და რუსეთი ეხმარებოდა კანონიერ პრეზიდენტს. ნუ მანდ უკვე არეულობაა ფაქტია. რუსეთი იტყვის, რომ ოფიციალურმა პრეზიდენტმა "დაპატიჟა" რუსული ჯარი მანდ, ამერიკა კი აჯანყებულებმა.
2022-ში გასაგებია რო ასევე დაირღვა საერთაშორისო სამართალი.
რაც შეეხება ამ კონფლიქტს - ყველა აღიარებს, რომ ჰამასი იყო მტყუანი მაშინ როცა დაარტყა ისრაელს. მერე ისრაელმა, დაბოღმილებმა, რასაც ქვია მიწასთან გაასწორეს მთელი ღაზა. ოფიციალურად აღიარებულია რო ძალიან ზედმეტი იყო რაც ისრაელმა გააკეთა. ეხლა ირანზე არღვევენ საერთაშორისო სამართალს ამერიკა და ისრაელი.
ამ კონფლიქტში რეალურად არავინაა მართალი, ორივე მხარეს ბევრი აქ დაშავებული.
ტრამპს კიდე მე არაფერში არ ვუგულშემატკივრებ, საზიზღარი არსებაა.

უკრაინის მომხრეები რო ბალეშიკობენ ტეხავს მარა უფრო ტეხავს ლიბერალები რო ბალეშიკობენ, თითქოს ქალებს ათავისუფლებს ტრამპი ირანში.