რატომ ვხელმძღვანელობთ ორმაგი სტანდარტებით? თუ რუსეთის მიერ უკრაინულ სკოლაზე თავდასხმას პირდაპირ ვგმობთ და პუტინს ვამტყუნებთ, რატომ ვეძებთ გამართლებას უდანაშაულო ხალხის ამოხოცვაში ( თან როცა თავადვე გაქვთ მოტივი ხალხის დახოცვა)
რამდენად ლოგიკურია ცოცხალი ფარის არგუმენტი ამ მასშტაბით? როგორ შეიძლება 50 000კ ბავშვის მკვლელობა გამართლდეს მხოლოდ იმით, რომ მათ ფარად იყენებენ? მართლა ამდენი სკოლა და საავადმყოფოა ერთ მოჯმა ღაზაში, რომ ასეთი მასშტაბის ნგრევა და მსხვერპლი აიხსნას?
როგორ თავსდება ევროპული ღირებულებები სხვისი ტერიტორიების მიტაცების მხარდაჭერასთან? თუ ადამიანი თავს პროევროპელად მიიჩნევს, რატომ გულშემატკივრობს ან ამართლებს ისეთი ტერიტორიების ოკუპაციას ან მიტაცების მცდელობას, როგორიცაა კუბა ან გრენლანდია??
როგორ შეიძლება იყო უკრაინის გულშემატკივარი და ამავდროულად ამართლებდე რუსეთთან ფლირტს? რატომ უნდა უჭერდეს მხარს დასავლურ ფასეულობებზე ორიენტირებული ადამიანი რუსეთთან დათმობებზე წასვლას და ამას ილუზიურად რუსეთის დასუსტებად ასაღებდე?
ღირს თუ არა ნავთობის ფასის დროებითი დაწევა მორალურ კომპრომისად? რატომ ვამაყობთ ნავთობის ფასის დაწევით როცა ამის უკან ბინძური პოლიტიკა დგას და როცა რუსეთი, ჩვენი მთავარი პრობლემა, ისევ მოგებული რჩება ?
თუ მიზანი ბირთვული უსაფრთხოებაა, რატომ დაირღვა ირანთან შეთანხმება? როცა დასტურდება რომ ირანი 2018 წლამდე ხელშეკრულების პირობებს არ არღვევდა, რატომ გამოვიდა ტრაწა , მით უმეტეს თუ ადმინისტრაციაც იძახის რომ მათი მიზანი რეჟიმის შეცვლა არ არის?
სად არის რეგიონული უსაფრთხოება? რა უსაფრთხოებაზეა საუბარი, როცა დიდი ვარაუდით რამდენიმე წლიანი არეულობა მოჰყვება და არავინ იცის რა მასშტაბებში გადაიზრდება ეს ომი?
ჩვენთვის კი საფრთხე 2 საუკუნის განმავლობაში მეზობელი ოკუპანტია და არა ირანი
რას იგებს საქართველო ამ არეულობით? დერეფანს? ლოლ
რატომ დასცინით ადამიანის უფლებების დამცველ ქვეყნებს? მაგალითად საფრანგეთსა და გერმანიას, რომლებიც დღეს მეტ-ნაკლებად მაინც იცავენ ადამიანის ძირითად უფლებებს?
ვინ დაგვიცავს ჩვენ ხვალ? ხვალ რომ რუსეთმა დაგვარტყას, ჩვენი ბავშვები ამოხოცოს და თავი იმით იმართლოს, რომ მანდ შეიარაღება იყო, ვინ ამოიღებს ხმას ჩვენს დასაცავად, თუკი დღეს თავად ვაძლევთ ლეგიტიმაციას მსგავს სისასტიკეს სხვა ქვეყნებში და პარალელურად საფრანგეთის თქვენი სიტყვებით "ლევაკობაა" პრობლემა?
ევროკავშირის და ნატოს დამსუსტებელის მცდელი ტრაწა გახდა თქვენთვის ევროკავშირი?
[QUOTE]
ეს დღეს დასმული კითხვა პიდაპირ შენი მისამართით:

ამაზე რა პასუხი გაეცი?