#62511433 · 13 Mar 2026, 10:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | აი ამ რუკის გამო ატეხეს ერთიი ამბავი
ფოთი რატომ მიაკუთვნესო გურიასო |
შენ ფიქრობ რომ გურულებს გაუხარდებოდათ ოზურგეთი რომ სამეგრელოს საზღვრებში მოექციათ? ან სამტრედია რომ მოეხაზათ მეგრელებს, იმერლები გაიყურსებოდნენ?
| QUOTE | | ამ საკითხებზე ჯერ კიდე 12 წლინ იყო გაფრთხილებები: |
მერე? გამოეყო სამეგრელო?
მსგავსი "გაფრთხილებები" ყოველთვის იქნება პერიოდულად, ანგაჟირებული ამა თუ იმ ხელისუფლების მიერ. კარგი საშუალებაა ხალხის ყურადღების გადასატანად ნამდვილი პრობლემებიდან არარსებულ პრობლემებზე (თემის ავტორმაც აღნიშნა ეს სათაურში).
მეგრელებს რომ გამოყოფა ნდომებოდათ, ამას იზავდნენ 90-იან წლებში და რუსეთი იდგებოდა ეხლა ფოთში. გაანძრიეთ ცოტა ტვინი: დღევანდელი მოსახლეობის უმრავლესობა ან მეგრელია, ან მეგრული სისხლის მატარებელი.
საქართველოს ისტორიის ყველა მცოდნემ იცის: მეგრელებს რომ ჰყავდათ საქართველოს ერთიანობა/დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირები, იმდენი არ ჰყოლია სხვა არც ერთ კუთხეს.
საქართველოს პირველად გაერთიანების სულისჩამდგმელი იყო ქუჯი, სამეგრელოს მმართველი...
გიორგი ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის აღმზრდელი და მარჯვენა ხელი...
ცოტნე დადიანი... ამბროსი ხელაია, გამსახურდია... კოსტავა... ყველა ეს ხალხი საქართველოს სამსახურში იდგა.
და ყოველივე ამის მერე, უვიცები ნახავენ ვინმე "მაცი ბაძაღუას" ფეისბუკ პოსტს და ტეხავენ ერთ ამბავს: "გვიშველეთ, მეგრელები გვეყოფიან"-ო.
ამ სულელური ფეისბუკ პოსტების კითხვას, ისტორიის წიგნი აიღეთ და ის იკითხეთ.
რაც შეეხება ენებს... აფხაზურს თუ აქვს სტატუსი, მეგრულმა და სვანურმა რა დააშავა? ყველაფერი ქართული უნდა გვიყვარდეს და ვაფასებდეთ. დღეს მეგრულს და სვანურს დავიკიდებთ და ხვალ ქართულსაც ზედ მივაყოლებთ. ისედაც ნახეთ რას დავამსგავსეთ ენა: "ადეკვატურ-ებით", "სენსიტიურ-ებით", "კოშმარ"-ებით და ღმერთმა იცის კიდევ რით, რა ჩამოთვლის...
ვფიქრობ, რომ ეს თემა უკვე ამოწურულია, მეგრელები არსად არ მიდიან, და...
მოდერატორს ვთხოვ რომ თემა დახუროს.
|